არასამთავრობო ორგანიზაცია
არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ასევე - სამოქალაქო ორგანიზაცია, იშვიათად გამოიყენება ასევე მესამე სექტორი (ინგლ. Non-governmental organization, შემოკლებით - ინგლ. NGO [ენჯეო]) — მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება საერთო ინტერესებისა და მიზნების საფუძველზე, მთავრობისგან დამოუკიდებელი კერძო ინსტიტუტი.[1]

არასამთავრობო ორგანიზაციებს განასხვავებენ მიმართულებისა და თანამშრომლობის დონის მიხედვით. მიმართულების მიხედვით ორგანიზაცია შეიძლება იყოს საქველმოქმედო, მომსახურებითი, საზოგადო, უფლებამოსილი; თანამშრომლობის დონეების მიხედვით კი — სათემო, საქალაქო, ეროვნული, საერთაშორისო.
ტერმინი „არასამთავრობო“ გამოიყენება ორგანიზაციათა სპექტრის აღსანიშნად, რომლებიც ქმნიან სამოქალაქო საზოგადოებას. ასეთი ორგანიზაციები ხასიათდებიან იმისთ, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს კომერვიული მოგება. არასამთავრობო ორგანიზაციები შეუძლება იყოს, როგორც მცირე საინიციატივო ჯგუფებისგან შემდგარი კავშირები, ასევე საგანმანათლებლო-საქველმოქმედო ორგანიზაციები, ქალთა თავშესაფრები, კულტურული ასოციაციები, რელიგიური ორგანიზაციები, იურიდიული ფონდები, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამები და ა. შ. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უწყობენ ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის შესახეb, სთავაზობენ დახმარებას მათ, ვისი უფლებებიც დაირღვა, ლობირებას უწევენ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის ცვლილებებს, ხელს უწყობენ ამ კანონების შინაარშობრივ დახვეწას და ა. შ.[1]
საქართველოში დაახლოებით 10 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა[2], აშშ-ში დაახლოებით 1,500 000 [3], რუსეთში 277,000[4], ინდოეთში კი — დაახლოებით 3,3 მილიონი[5].
ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც შეიძლება მიჩნეული იყოს არასამთავრობო ორგანიზაციად, იყო ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
განვითარებად ქვეყნებში საკმაოდ ხშირად მთავრობა ცდილობს სამოქალაქო საზოგადოებისა ან სამოქალაქო ჯგუფების არსებობის ან ქცევის ილუზიის შექმნას, რისთვისაც ქმნიან გონგოებს - ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნილია ან დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა ან სამოქალაქო ჯგუფების არსებობის ან ქცევის ილუზიის შექმნის მიზნით საკუთარი პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად ქვეყნის შიგნით ან საერთაშორისო ასპარეზზე[6].
არასამთავრობო ორგანიზაციების ტიპები
რედაქტირებაარასამთავრობო ორგანიზაციების ტიპები განსხვავდება მიმართულებისა და თანამშრომლობის დონის მიხედვით.
მიმართულების მიხედვით:
- საქველმოქმედო
- მომსახურებითი
- საზოგადო
- უფლებამოსილი
- კულტურული
თანამშრომლობის დონეების მიხედვით:
- თემზე დაფუძნებული
- საქალაქო
- ეროვნული
- საერთაშორისო
საქართველოს კანონმდებლობა
რედაქტირებასაქართველოს კანონმდებლობით არასამთავრობო ორგანიზაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) პირი. არასამეწარმეო (არაკომერციული) პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. მისი მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა.[7]
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში
რედაქტირებასაქართველოში რეგისტრირებულია 10 000 არასამთავრობო ორგანიზაცია[8]. არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ამოცანასა და საკითხზე მუშაობენ, მათ შორის: ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი (EPRC), საზოგადოება და ბანკები, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), მედიის განვითარების ფონდი (MDF). ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და სხვები.
საქართველოში ასევე ოპირირებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ფონდები: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, EWMI, USAID, GIZ, ADA, ევროპის ლიბერალური ფორუმი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), NDI.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ზურაბიშვილი, დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.
- ↑ სამოქალაქო საზოგადოება. transparency.ge
- ↑ http://www.humanrights.gov/fact-sheet-non-governmental-organizations-ngos-in-the-united-states.html
- ↑ Hobbled NGOs wary of Medvedev დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. . chicagotribune.com
- ↑ India: More NGOs, than schools and health centres დაარქივებული 2012-11-02 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ What Is a GONGO?
- ↑ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-04. ციტირების თარიღი: 2020-02-04.
- ↑ სამოქალაქო საზოგადოება. transparency.ge