საეჭვო სოლენანთუსი
საეჭვო სოლენანთუსი, ბიბერშტაინის სოლენანთუსი (ლათ. Solenanthus dubius) — ორ- ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 40-80 სმ სიგრძის ღერო. მცენარე დაფარულია მონაცრისფრო რბილი ბეწვით. ზედა ნაწილში დატოტვილი და დაღარულია. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, ოვალური. ღეროსეული ფოთლები უფრო პატარაა, უკულანცეტასებური, წარზიდული მოკლე ყუნწში. ყვავილედი სფეროს ფორმის თავთავია. გვირგვინი მღვრიე იისფერია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-მაისში.[2]
საეჭვო სოლენანთუსი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Solenanthus dubius Fisch. & C.A.Mey., 1838 | |||||||||||||||
სინონიმები[1] | |||||||||||||||
|
გავრცელებულია ყირიმში, კავკასიაში.[1] საქართველოში სპორადულად გვხვდება. იზრდება ტენიან ტყეებში.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Solenanthus dubius Fisch. & C.A.Mey. | Kew Science. Plants of the World Online. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2021
- ↑ 2.0 2.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 114.