სადგისნისკარტა (Recurvirostra) — ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა. შებუმბლულია თეთრ-შავად. აქვთ გრძელი, ბოლოში აღუნული სადგისის ფორმის ნისკარტი. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ამერიკასა და ავსტრალიაში. მოიცავს 4 სახეობას. ბინადრობს ზღვისა და მლაშე ტბისპირა დაჭაობებულ, ვაკე ადგილებში. ცხოვრობს კოლონიებად, ან წყვილებად. დებს 3-4 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 22-24 დღე-ღამე. იკვებება მცირე კიბოსნაირებით, მოლუსკებით, წყლის მწერებით. საქართველოში მეტად იშვიათად გვხვდება მიმოფრენისას.

სადგისნისკარტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  მეჭვავიასნაირნი
გვარი:  სადგისნისკარტა
ლათინური სახელი
Recurvirostra

ლიტერატურა

რედაქტირება