ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სადა აბე (阿部 定, დ. 28 მაისი, 1905 – გ. 1971-ის შემდეგ) — იაპონელი გეიშა და მეძავი. მან მოახჩო თავისი პარტნიორი კიჩიზო იშიდა 1936 წლის 18 მაისს, რის შემდეგაც მოაჭრა სასქესო ორგანოები და თან დაჰქონდა თავისი კიმონოთი. ეს ამბავი ეროვნული სენსაცია გახდა იაპონიაში, რის შედეგადაც მან მოიხვეჭა მითოსური სახელი და გამოჩნდა სხვადასხვა ხელოვანის, ფილოსოფოსის, რეჟისორისა თუ ნოველისტის ნამუშევრებში.[3] აბე ციხეში 5 წელი იჯდა, რის შემდეგაც დაწერა ავტობიოგრაფია.

სადა აბე
დაბადების თარიღი 28 მაისი, 1905
კანდა, ტოკიო, იაპონია
გარდაცვალების თარიღი 1971-ის შემდეგ
ეროვნება იაპონელი
საქმიანობა გეიშა, მეძავი, მოახლე, ავტორი, მსახიობი, მიმტანი
წაყენებული ბრალდება მკვლელობა და გვამის დასახიჩრება[1]
განაჩენი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა
მშობლები მამა: შიგეოში აბე [2]
დედა: კაცუ აბე [2]

ოჯახური წარსული

რედაქტირება

სადა აბე იყო მეშვიდე შვილი შიგეიოში და კაცუ აბეს რვა შვილიდან. ეს საშუალო კლასის მაღალი ნაწილის წარმომადგენელი ოჯახი ცხოვრობდა ტოკიოში, კანდას უბანში და თავს ირჩენდა ტატამის ჭილოფების გაკეთებით.[2] აბეს ოჯახის ბავშვებიდან მხოლოდ ოთხმა მიაღწია ზრდასრულობას, მათ შორის სადამ, რომელიც მათ შორის ყველაზე უმცროსი იყო.[4] სადას მამა, რომელიც წარმოშობით ჩიბას პრეფექტურიდან იყო,[2] აბეების ოჯახში იშვილეს ოჯახური ბიზნესის საქმიანობაში დასახმარებლად, რისი მემკვიდრეც ის მოგვიანებით გახდა.[2] 52 წლის ასაკში, სადას დაბადების პერიოდში, პოლიცია შიგეიოში აბეს ახასიათებდა როგორც „გულწრფელ და პატიოსან მამაკაცს“, რომელსაც არ გააჩნდა შესამჩნევი ნაკლოვანებები ან პრობლემები კანონთან,[5] თუმცა ზოგმა ნაცნობმა განაცხადა, რომ ის ნაწილობრივ თვით-ორიენტირებული და ექსტრავაგანტულობისაკენ მიდრეკილი იყო. მსგავსად მამისა, სადას დედასაც არ ჰქონია რაიმე სახის პრობლემა პირად საქმეში.[6] სადას ძმა - შინტარო ცნობილი მექალთანე გახლდათ და ქორწინების შემდეგ თავისი მშობლების ფულით გაიქცა. მისი და - ტერუკო ასევე განთქმული იყო ბევრი პარტნიორის ყოლით. სადას მამამ ტერუკო საროსკიპოში სამუშაოდ გაგზავნა, რაც მაშინ არც ისე იშვიათი გზა იყო იაპონიაში ქალთა სექსუალური პრომისკუიტეტის დასასჯელად, თუმცა ის მალევე გამოისყიდა. ტერუკოს წარსული დაბრკოლებად არ მიიჩნეოდა ქორწინებისათვის აბეს კლასში იმ პერიოდში, შესაბამისად მან მალევე იქორწინა.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

აბე დაიბადა 1905 წელს.დედამისი დიდი სიყვარულით ზრდიდა ყველაზე პატარა გადარჩენილ შვილს და ყველაფრის უფლებას აძლევდა. მან აბეს მოუწოდა სიმღერის გაკვეთილებზე ევლო და შამისენზე (ტრადიციულ იაპონურ საკრავზე) დაკვრა ესწავლა - ორივე აქტივობა იმ პერიოდისათვის ასოცირებული იყო გეიშებთან (ზოგჯერ დაბალი კლასის პროფესიაც) და კლასიკური ხელოვნების შესწავლის მცდელობის მქონე მეძავებთან.[7] გეიშები იმ პერიოდში მიიჩნეოდნენ მომხიბლველ ცნობილ ადამიანებად, აბეც ამის მიღწევის მიზეზით სკოლას აცდენდა მუსიკის გაკვეთილებზე სიარულისთვის და ატარებდა ელეგანტურ მაკიაჟს.[8] იმის შემდეგ, რაც ოჯახური პრობლემები მის და-ძმასთან - ტერუკოსთან და შინტაროსთან უფრო დაიძაბა, აბე ხშირად გადიოდა სახლიდან მარტო. მალევე ის თავისნაირი დამოუკიდებელი მოზარდების წრეში მოხვდა.[9] 14 წლის ასაკში, ჯგუფთან ერთად ერთ-ერთი გასეირნებისას, ის გააუპატიურა მისმა ერთ-ერთმა ნაცნობმა კეიოს უნივერსიტეტის სტუდენტმა.[10][11] მისმა მშობლებმა თავდაპირველად დაიცვეს და მხარი დაუჭირეს მას, მაგრამ ამისდა მიუხედავად ის რთული მოზარდი გახდა. რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო გაუკონტროლებელი და უპასუხისმგებლო ხდებოდა, რის გამოც მშობლება ის გეიშების სახლს მიჰყიდეს იოკოჰამაში 1922 წელს საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისა და სწორი მიმართულების მიცემის მიზნით.[12][13] სადას უფროსმა დამ - ტოკუ აბემ ჩვენება მისცა, რომ სადას სურდა გამხდარიყო გეიშა, თუმცა თავად სადა ამტკიცებდა, რომ ეს მამამისმა დააძალა მისი პრომისკუიტეტისათვის დასასჯელად.[14] აბეს გეიშებთან ურთიერთობა სასიამოვნო არ აღმოჩნდა. გეიშებს შორის ვარსკვლავობა მოითხოვდა მუსიკასა და ხელოვნებაში განათლებას ბავშვობიდანვე. აბე დაბალ წოდებას ვერ ასცდა და ერთ-ერთი მისი მთავარი მოვალეობა კლიენტების სექსუალური დაკმაყოფილება იყო. ამ თანამდებობაზე მან 5 წელი იმუშავა და საბოლოოდ სიფილისით დაავადდა.იქიდან გამომდინარე, რომ ეს დიაგნოზი ითხოვდა ექიმის რეგულარულ ფიზიკურ დათვალიერებას, აბემ გადაწყვიტა გადასულიყო უკეთესად ანაზღაურებად პროფესიაზე - მეძავობაზე.[15][16]

ადრეული 1930-იანები

რედაქტირება

აბემ მეძავად მუშაობა დაიწყო ოსაკას ცნობილ ტობიტას საროსკიპოში, თუმცა მალევე მოიპოვა პრობლემური ადამიანის რეპუტაცია. ის კლიენტებისგან ფულს იპარავდა და საროსკიპოდან გაქცევა ბევრჯერ სცადა, თუმცა მალევე იპოვა კარგად ლიცენზირებულმა პროსტიტუციის კანონიერმა სისტემამ.[17] ორი წლის შემდეგ აბემ საბოლოოდ შეძლო ლიცენზირებული პროსტიტუციის სისტემისგან გაქცევა და მუშაობა მიმტანად დაიწყო, თუმცა, გამომუშავებულით უკმაყოფილო მალევე დაუბრუნდა პროსტიტუციას, ამჯერად არალიცენზირებულს. აბემ მუშაობა დაიწყო ოსაკას არალიცენზირებულ საროსკიპოებში 1932 წელს. დედამისი 1933 წლის იანვარში გარდაიცვალა, რის გამოც ის ტოკიოში გაემგზავრა მამამისისა და დედის საფლავის სანახავად. ის ტოკიოს პროსტიტუციის მარკეტს შეუერთდა და თანადროულად პირველად გახდა საყვარელი. როცა მამამისი სასიკვდილოდ ავად იყო 1934 წლის იანვარში, აბე სიცოცხლის ბოლო 10 დღეს უვლიდა. [18] 1934 წლის ოქტომბერში აბე პოლიციამ დააკავა არალიცენზირებულ საროსკიპოში შეჭრისას. ბევრი კავშირების მქონე საროსკიპოს მფლობელის მეგობარმა - კინოსუკე კასაჰარამ იზრუნა მის ციხიდან გამოსვლაზე. კასაჰარას აბე იზიდავდა და იმის გაგების შემდეგ, რომ მას ვალები არ ჰქონდა, აბე თავისი თანხმობით გახდა მისი საყვარელი. 1934 წლის 20 დეკემბერს კასაჰარამ აბე სახლითა და შემოსავლით უზრუნველყო. თავის ჩვენებაში პოლიციასთან მან გაიხსენა, რომ „ის ძალიან ძლიერი, ძლევამოსილი ვინმე გახლდათ. იმისდა მიუხედავად, რომ მე საკმაოდ გამოცდილი ვარ, ის საკმარისი იყო ჩემს გასაოცებლად. ის არ კმაყოფილდებოდა სანამ ღამეში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ან ოთხჯერ არ ვაკეთებდით ამას. თავდაპირველად ეს კარგი იყო, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ცოტა დავიღალე.“[19] როცა აბემ კასაჰარას შესთავაზა ცოლის მიტოვება მასზე საქორწინოდ, მან უარი განუცხადა. მან შემდეგ სხვა საყვარელის ყოლისათვის ნებართვა სთხოვა, რაზეც ასევე უარი მიიღო. ამის შემდეგ მათი ურთიერთობა დასრულდა და მისგან გასაქცევად აბე ნაგოიაში გაიპარა.[20] კასაჰარამ ჩვენება დაასრულა აბეზე გაბრაზებული შენიშვნით: „ის მეძავი და როსკიპია. და რასაც მისი საქციელი ცხადჰყოფს, ის ისეთი ქალია, მამაკაცებს რომ უნდა ეშინოდეთ.“[21] მის მსგავსად აბესაც კარგად არ გაუხსენებია კასაჰარა: „მას არ ვუყვარდი და ცხოველივით მექცეოდა. ის ისეთი ტიპის ნაძირალა იყო, დაშორებაზე საუბრისას ერთად დარჩენას რომ მეხვეწებოდა“.[22] 1935 წელს ნაგოიაში, კვლავ პროსტიტუციის ინდუსტრიის მიტოვების მიზნით აბემ მოახლედ მუშაობა დაიწყო რესტორანში. მალევე მას რომანტიული ურთიერთობა ჰქონდა რესტორნის მომხმარებელთან - გორო ომიასთან, რომელიც იაპონური პარლამენტის წევრობაზე მეოცნებე პროფესორი და ბანკირი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ აბე, იცოდა რესტორნის აკრძალვის შესახებ კლიენტებსა და მოახლეს შორის სექსუალურ ურთიერთობებზე და ნაგოია მობეზრებული ჰქონდა, ის ტოკიოში ივნისში დაბრუნდა. ომია აბეს შეხვდა ტოკიოში და იმის გაგების შემდეგ, რომ მას ადრე სიფილისი შეეყარა, კუსაცუში გეოთერმული წყლების კურორტზე მის ყოფნას აფინანსებდა 1936 წლის ნოემბრიდან იანვრამდე. იანვარში ომიამ აბეს შესთავაზა ფინანსური დამოუკიდებლობის იდეა პატარა რესტორნის გახსნით, რისთვისაც მას მოუწოდა სარესტორნო ბიზნესში შეგირდად მუშაობა.[23]

კიჩიზო იშიდასთან ნაცნობობა

რედაქტირება

ჯერ კიდევ ტოკიოში, აბემ შეგირდად მუშაობა დაიწყო იოშიდაიას რესტორანში 1936 წლის 1 თებერვალს. ამ დაწესებულების მეპატრონე იყო იმ დროისათვის 42 წლის კიჩიზო იშიდა, რომელმაც თავისი ბიზნესი ააშენა გველთევზასნაირების კერძების სპეციალიზირების რესტორნის შეგირდობიდან. მან რესტორანი იოშიდაია გახსნა 1920 წელს ტოკიოში, ნაკანოს უბანში.[24] როცა აბე მივიდა მის რესტორანში, იშიდას ცნობილი მექალთანეს სახელი ჰქონდა განთქმული და იმდენად ცოტას აკეთებდა რესტორნისთვის, რომ მას ფაქტობრივად მისი ცოლი მართავდა.[25] იოშიდაიაში მუშაობის დაწყებიდან მალევე იშიდამ დაიწყო ინტერესის გამოჩენა მისადმი. იმიამ ვერ შეძლო აბე სექსუალურად დაეკმაყოფილებინა, ამიტომაც მან იშიდას ინტერესი გაიზიარა. აპრილის შუა რიცხვებში იშიდამ და აბემ მათი სექსუალური ურთიერთობა განაცხადეს რესტორანში რესტორნის ერთ-ერთი გეიშას რომანტიული ბალადის ფონზე. 1936 წლის 23 აპრილს აბე და იშიდა ერთმანეთს შეხვდნენ წინასწარ დაგეგმილ სექსუალური ხასიათის შეხვედრაზე ჩაის სახლში, მეორენაირად მაჩიაიში - „სასიყვარულო“ სასტუმროში[26] შიბუიას უბანში. მოკლე ვადით შეკრებილებმა იქ დაყვეს 4 დღე. 27 აპრილის ღამეს წყვილმა გადაინაცვლა სხვა ჩაის სახლში მოშორებით, ფუტაკო ტამაგავას უბანში, სადაც განაგრძეს სმასა და სქესობრივი აქტის ქონას იშვიათ შემთხვევაში გეიშას სიმღერის აკომპანიმენტით.[27] შემდეგ მათ ოგუს უბანში გადაინაცვლეს. იშიდა რესტორანში არ დაბრუნებულა 8 მაისის დილამდე ორი კვირის გაუჩინარების შემდეგ.[28] იშიდას შესახებ აბე შემდეგ რამეს ყვებოდა: „ რთული სათქმელია კონკრეტულად რა იყო კარგი იშიდას შესახებ. მაგრამ შეუძლებელი იყო რამე ცუდი გეთქვა მის გარეგნობაზე, ქცევაზე, უნარებზე, გრძნობების გამოხატვაზე. არასდროს მინახავს ასეთი სექსუალური მამაკაცი.“ [29] იმის შემდეგ, რაც მათი 2 კვირიანი კავშირი დამთავრდა, აბე აღელდა და დაიწყო ინტენსიურად სმა. მან თქვა, რომ იშიდასთან იგრძნო ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში პირველად და მისი ცოლთან დაბრუნება მას ეჭვიანობისგან აგიჟებდა. იშიდას სიკვდილამდე 1 კვირით ადრე აბემ მისი მკვლელობის დაგეგმვა დაიწყო. 1936 წლის 9 მაისს, აბე ესწრებოდა დადგმას, სადაც გეიშა პარტნიორს უტევს დიდი დანით, რის შემდეგად მან გადაწყვიტა იშიდას დამუქრებოდა დანით მათი შემდეგი შეხვედრისას. 11 მაისს აბემ დაალომბარდა თავისი ტანსაცმლის ნაწილი და აღებული ფულით სამზარეულოს დანა იყიდა. მან მოგვიანებით დაახასიათა იმ ღამით იშიდასთან შეხვედრა: „ჩანთიდან სამზარეულოს დანა ამოვიღე და დავემუქრე ისე, როგორც დადგმაში იყო, რომელიც ვნახე: ‘კიჩი, შენ ის კიმონო გეცვა შენი ერთ-ერთი საყვარელი კლიენტისთვის რომ გესიამოვნებინა. ნაძირალავ, ამისთვის მოგკლავ.’ იშიდას შეეშინდა და უკან დაიხია, თუმცა ეს ყველაფერი ესიამოვნა.[30]

იშიდას მკვლელობა

რედაქტირება
 
Newspaper photo taken shortly after Abe's arrest, at Takanawa Police Station, Tokyo on May 20, 1936
 
Site of the "Abe Sada Incident"

იშიდა და აბე ოგუში დაბრუნდნენ, სადაც იყვნენ იშიდას სიკვდილამდე. 1936 წლის 18 მაისის ღამით, დაახლოებით 2 საათზე აბემ იშიდა მოახჩო კიმონოს საშით (ქამარი). მოგვიანებით მან პოლიციას უთხრა: „იმის შემდეგ, რაც იშიდა მოვკალი, თავი უკეთესად ვიგრძენი, თითქოს მხრებიდან ტვირთი მომეხსნა და სიცხადე ვიგრძენი“. იშიდას გვამთან რამდენიმე საათით წოლის შემდეგ, მას სასქესო ორგანოები მოაჭრა სამზარეულოს დანით, ისინი ჟურნალის ყდაში შეახვია და მათ ინახავდა სამი დღის შემდეგ დაკავებამდე.[31][16] აბემ სისხლით იშიდას მარცხენა ბარძაყსა და საწოლის ზეწარზე დაწერა: სადა, იშიდა ნო კიჩი ფუტარი-კირი (定、石田の吉二人キリ, „ჩვენ, სადა და კიჩი(ზო) იშიდა, ვართ მარტოები"). მან შემდეგ ამოტვიფრა 定 ("სადა") მის მარცხენა მხარზე. იშიდას საცვლის ჩაცმის შემდეგ მან სასტუმრო დატოვა დილის 8 საათზე და პერსონალი გააფრთხილა იშიდა არ შეეწუხებინათ.[32] სასტუმროს დატოვების შემდეგ ის ყოფილ პარტნიორს - გორო ომიას შეხვდა. ომიას ბევრჯერ მოუხადა ბოდიში, მან კი, იქიდან გამომდინარე, რომ მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა, ივარაუდა, რომ ის სხვა პარტნიორის გაჩენისთვის იხდიდა ბოდიშს. სინამდვილეში ბოდიში მიემართებოდა იმას, თუ რა ბედი ეწეოდა ომიას პოლიტიკურ კარიერას მკვლელობის გამოაშკარავების შემდეგ. იშიდას სხეულის აღმოჩენის შემდეგ აბეს ძებნა გამოცხადდა, რომელიც გაუჩინარებულიყო. 1936 წლის 19 მაისს გაზეთებმა ეს ამბავი აიტაცეს. ომიას კარიერა დასრულდა, აბეს დარჩენილი სიცოცხლე კი საზოგადოების მძაფრი განხილვის საგანი გახდა იმ მომენტიდან.[33]

სადა აბეს პანიკა

რედაქტირება

იშიდას სიკვდილის გარემოებები ეროვნული სენსაცია გახდა. აქედან გამომდინარე სადა აბეს გაშმაგებულ ძიებას დაერქვა „სადა აბეს პანიკა“. პოლიცია იღებდა მრავალ ცნობას აბეს შემჩნევის შესახებ სხვადასხვა ქალაქში. ერთ-ერთმა ცრუ განგაშმა გინზაში გამოიწვია მოსახლეობის პანიკური გაქცევა ქალაქიდან, რამაც დიდი საცობი გამოიწვია.[24] ტოკიოში მომხდარ ჩაშლილ სახელმწიფო გადატრიალებასთან (26 თებერვლის ინციდენტი) სატირული პარალელის გასავლებლად მოვლენას უწოდეს „გო იჩი-ჰაჩის ინციდენტი (18 მაისის ინციდენტი)“.[26] 1936 წლის 19 მაისს აბე საყიდლებზე წავიდა და ნახა ფილმი, ფსევდონიმით დარჩა სასტუმროში შინაგავაში 20 მაისს, სადაც მასაჟისტს ეწვია და 3 ბოთლი ლუდი დალია. მთელი დღე გაატარა გამოსამშვიდობებელი წერილების წერასი ომიასთვის, მეგობრისათვის და იშიდასთვის.[32] აბე თვითმკვლელობას გეგმავდა მკვლელობიდან 1 კვირის შემდეგ და ნეკროფილიას ახორციელებდა.[34] შუადღის ოთხ საათზე პოლიციის გამომძიებლები, რომლებიც აბეს მოგონილი სახელით დაეჭვდნენ, მის ოთახში მივიდნენ. აბემ მათ ასე მიუგო: „ასეთი ფორმალურები ნუ იქნებით, თქვენ ხომ სადა აბეს ეძებთ? ის მე ვარ. მე ვარ სადა აბე“. პოლიციელები დაეჭვდნენ, რის შემდეგაც მან იშიდას გენიტალიები წარუდგინა მტკიცებულებად.[35] ის დააკავეს და 8 სესიად დაკითხეს.[36] როდესაც მას იშიდას დაზიანებულ გენიტალიებზე ჰკითხეს, მან უპასუხა: „იქიდან გამომდინარე, რომ მისი თავის ან სხეულის თან წაღება არ შემეძლო, მინდოდა მისი ნაწილის წაღება, რომელიც ყველაზე ცოცხალ მოგონებებს აღმიძრავდა“.[37] დამკითხავი ოფიცერი შეცბუნდა აბეს საქციელით, როცა მან აბეს იშიდას მკვლელობის მიზეზი ჰკითხა. „მაშინვე მას თვალები უცნაურად გაუნათდა“.[38] მისი პასუხი შემდეგნაირი იყო: „მე ის ძალიან მიყვარდა, მინდოდა მთლიანად ჩემი ყოფილიყო, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ცოლ-ქმარი არ ვიყავით, მას სხვა ქალის მკლავებში ყოფნა შეეძლო. ვიცოდი, რომ თუ მოვკლავდი, სხვა ქალი ვეღარ შეეხებოდა, ამიტომაც მოვკალი...“.[1] აბეს საქმის იაპონიაში სხვა ათეული მსგავსი საქმისაგან განსხვავების ახსნის მიზნით,[39] უილიამ ჯონსონი გვთავაზობს, რომ პასუხი არის ის, რომელმაც ერის წარმოსახვა მოიცვა: „მან მოკლა არა ეჭვიანობისგან, არამედ სიყვარულის გამო“.[40] მარკ შრეიბერი აღნიშნავს, რომ სადა აბეს ინციდენტი მოხდა ისეთ დროს, როცა იაპონური მედია დაკავებული იყო მძიმე პოლიტიკური და სამხედრო პრობლემებით, რომლებშიც შედიოდა ნი-ნი-როკუს(26 თებერვლის) ინციდენტი და იაპონია-ჩინეთის მეორე ომი. ის ამბობს, რომ მსგავსმა სენსაციონალისტურმა სექსუალური ხასიათის სკანდალმა ერის ყურადღება გადაიტანა იმ დროის დამძაფრავი ამბებისგან.[26] ეს საქმე ასევე გამოეხმაურა იმ პერიოდში პოპულარულ „ერო გურო ნანსენსუ“(ეროტიკულ-გროტესკული-სისულელე) სტილს, რისი სახეც სადა აბე მომავალ წლებში გახდა.[41] როდესაც დანაშაულის დეტალები გასაჯაროვდა, იშიდას გენიტალიის უზარმაზარი ზომის შესახებ ჭორები გავრცელდა, თუმცა ეს უარყო პოლიციის ოფიცერმა, რომელმაც აბე დაკითხა, რომლის თქმითაც ის საშუალო იყო.თარგი:'"[38] სადა აბეს დაკავების შემდეგ იშიდას სასქესო ორგანოები გადაეცა ტოკიოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პათოლოგიის მუზეუმს. ისინი გამოფენილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან მალევე, თუმცა მას შემდეგ გაუჩინარდა.[42][16]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Honjo, Yuki Allyson (2005). „The Cruelest Cut“. JapanReview.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 6, 2015. ციტირების თარიღი: February 24, 2023. (Review of Johnston, William. Geisha, Harlot, Strangler, Star)
  • Johnston, William (2005). Geisha, Harlot, Strangler, Star: A Woman, Sex, and Morality in Modern Japan. New York: Columbia University Press. ISBN 978-0-231-13052-3. 
  1. 1.0 1.1 Schreiber 2001, p. 188
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Johnston 2005, p. 20
  3. Thompson 1985, p. 1570
  4. Johnston 2005, p. 21, 25.
  5. Johnston 2005, p. 20, 25
  6. Johnston 2005, p. 21, 168
  7. Johnston 2005, pp. 26–27.
  8. Johnston 2005, p. 37.
  9. Johnston 2005, p. 44.
  10. Abe, Sada quoted in Second Interrogation of Abe Sada in Johnston 2005, p. 169 Chapter "Notes from the Police Interrogation of Abe Sada": "While we were playing around on the second floor he forced himself into me."
  11. Abe, Sada quoted in Johnston 2005, p. 45, Chapter 5. "Acquaintance Rape", "…in the summer of my fifteenth year because I was raped by a student at a friend's house…"
  12. Johnston 2005, p. 58.
  13. Schreiber 2001, p. 187.
  14. Johnston 2005, p. 57.
  15. Johnston 2005, pp. 66–67.
  16. 16.0 16.1 16.2 Honjo 2005.
  17. Johnston 2005, pp. 67–71.
  18. Johnston 2005, pp. 72–77.
  19. Deposition by Kasahara Kinnosuke in Johnston 2005, p. 165–66
  20. Johnston 2005, pp. 126–27.
  21. Johnston 2005, p. 167.
  22. Johnston 2005, p. 177.
  23. Johnston 2005, pp. 78–83.
  24. 24.0 24.1 Johnston 2005, p. 11
  25. Schreiber 2001, pp. 184–85.
  26. 26.0 26.1 26.2 Schreiber 2001, p. 184
  27. Schreiber 2001, p. 185.
  28. Johnston 2005, pp. 84–94.
  29. Johnston 2005, pp. 92, 193.
  30. Johnston 2005, pp. 95–99, 192–94.
  31. Johnston 2005, pp. 102–3, 200–01, 206.
  32. 32.0 32.1 Schreiber 2001, p. 186
  33. Johnston 2005, pp. 105–8.
  34. Johnston 2005, p. 111.
  35. Schreiber 2001, pp. 186–87.
  36. Schreiber 2001, p. 187
  37. Johnston 2005, p. 103.
  38. 38.0 38.1 Johnston 2005, p. 124
  39. A book, 19 nin no Abe Sada (19 Abe Sadas), detailing similar cases, was published in 1981; and Schreiber, "O-Sada Serves a Grateful Nation" mentions at least 53 cases of women severing male genitalia since the Abe case.
  40. Johnston 2005, p. 119.
  41. Johnston 2005, pp. 11, 114, 160.
  42. Schreiber 2001, p. 190.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სადა_აბე“-დან