ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სადარაკის მეჩეთი (აზერბ. Sədərək məscidi) — მეჩეთი ბაქოს ქარადაღის რაიონში, ლოკბატანის დასახლებაში, სადარაკის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე [1].

მეჩეთი აშენდა 2007 წელს. ლოცვის სახლს ემსახურება ძირითადად სავაჭრო ცენტრის მრავალი თანამშრომელი, რომელიც ერთ–ერთი უდიდესია კავკასიაში [2][3].

მეჩეთი არის იმამ ჯაფარ ჯაფარ სადიკის სახელობის. სადარაკის მეჩეთი არის შიიტური. ის არის მოქმედი მეჩეთი ბაქოში.

არქიტექტურა

რედაქტირება

მეჩეთი ორსართულიანია, თანამედროვე რვაკუთხა ფორმის, დიდი სფერული გუმბათით. სამწუხაროდ მინარეთი დაკარგულია. მეორე სართულზე გუმბათის მთლიანი პერიმეტრის გასწვრივ 14 სარკმელია დამონტაჟებული.

მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მთავარი კომპლექსის ნაწილია, განთავსებულია მეორადი სწორკუთხა ნაგებობა კრამიტით გადახურული სახურავით, სადაც თაყვანისმცემლები რიტუალს ასრულებენ.

თავად მეჩეთი, მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად, გარშემორტყმულია გალავანით, რომელიც დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლისაა და ქვა-რკინის ნაგებობაა. მეჩეთის მინბარი (ტრიბუნა) და მიჰრაბი დამზადებულია ხისგან და გაფორმებულია ხელნაკეთი ნიმუშებით.

ამავე დროს, მას ყველა საჭირო პირობა აქვს 350-მდე მორწმუნის მისაღებად. იერუსალიმის მეჩეთის სტილში, სადარაკის სავაჭრო ცენტრის გენერალური გეგმის შესაბამისად აშენებულ მეჩეთს არ აქვს მინარეთი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება