ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლოკბატანი (აზერბ. Lökbatan) — დაბა აზერბაიჯანში, შედის ბაქოს ქარადაღის რაიონში. ლოკბატანის მოსახლეობა 99 ათასი ადამიანია (2019 წელი). ძველად დაბის ტერიტორიაზე ქარავნების ბანაკი იყო და რადგან ტერიტორია ჭაობიანი იყო, აქლემები ხშირად იხრჩობოდნენ. აქედან მოდის დასახლების სახელი Lök-batan“ („lök“ სპარსულის სიტყვაა და აქლემს ნიშნავს, „batan“ კი იძირებას).

დასახლება ზემოდან

ურბანული ტიპის დასახლება გაჩნდა XX საუკუნის დასაწყისში, ნავთობის ბუმთან დაკავშირებით. ის მუდმივად იზრდებოდა და იცვლიდა იერსახეს. დღეს კი, დაბის მახლობლად დიდი სავაჭრო ცენტრების „სადარაკის“ და „ბინას“ მშენებლობა მიმდინარეობს, ხდება დაბის გაფართოება, ძველი „ლერწმის“ სახლების დანგრევა და ახალი სახლების აშენება. სადარაკის მეჩეთი სადარაკის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან [1].

ცენტრალური ფოსტის გვერდით ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკია, ხოლო დაბის ამ ნაწილში აშენდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ახალი შენობა. აქ არის ასევე ოლიმპიური სტადიონი, რამდენიმე სკოლა, სასურსათო ბაზარი და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობები.

ხალი სახლები 1980-იანი წლების შემდეგ აშენებული დასახლების ნაწილია.

დაბის უძველესი მხარე შუა ნაწილია, რომელიც 40–50 –იან წლებში აშენდა, აქ არის რამდენიმე არქიტექტურული ძეგლი, როგორიცაა: კულტურის სასახლე, ძველი უნივერმაგი, ძველი ხუთსართულიანი შენობა. როგორც ჩანს, შენობები ააშენეს პატიმრებმა, მოგვიანებით კი გერმანელმა სამხედრო ტყვეებმა.

ეს შენობები დამზადებულია სპეციალური სტილით და არსებული მონაცემებით, შენობებს აქვთ მიწისქვეშა გვირაბების და გადასასვლელების ქსელი, დაბომბვის დროს სპეციალური ბუნკერები და თავშესაფრები. ამ დროისთვის დაბაში ძალიან ცოტა ძველი მაცხოვრებელია და პრაქტიკულად არ არსებობს შესაძლებლობები შეგროვდეს ინფორმაცია დაბის წარსულის შესახებ.

დაბის მახლობლად მდებარეობს ამავე სახელწოდების ტალახის ვულკანი. აღსანიშნავია, რომ იგი ყველაზე დიდია მსოფლიოში. ტალახის ვულკანმა 2001 წლის ოქტომბერში წარმოშვა ბუნებრივი აირის სანახაობრივი ალები [2].

აქ მდებარეობს ახალი საავადმყოფო. ლოკბატანთან უახლოესი დასახლებებია პუტა და გობუ.

ქალაქს ჰყავს ერთი პროფესიონალური საფეხბურთო გუნდი, „ქარადაღ ლოკბატანი“, რომელიც ამჟამად ასპარეზობს აზერბაიჯანის ფეხბურთის მეორე ლიგაში, აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში [3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sədərək Ticarət Mərkəzi დაარქივებული 2013-10-29 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
  2. Azer News article
  3. "Neftçi" İSM "Qaradağ" oldu Azerbaijani. ekpress.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 3 September 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლოკბატანი“-დან