ქარადაღის რაიონი
ქარადაღის რაიონი (აზერ.Qaradağ rayonu) — ბაქოს ქალაქის 12 ადმინისტრაციული რაიონიდან ერთ-ერთი. ესაზღვრება ბაქოს ქალაქ იასამალის, საბაილისა და ბინაგადის რაიონებს, აგრეთვე აზერბაიჯანის აფშერონის, სალიანისა და ჰაჯიყაბულის რეგიონებს. დღესდღეობით, გარდაღის რაიონის ტერიტორია 1080 კმ²-ია.
ისტორია
რედაქტირებაქარადაღის მხარე, როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, შეიქმნა 1923 წელს, პუტა-შუბანის შახტის გახსნასთან დაკავშირებით. 1923 წლის 7 მაისს, სოფელ პუტას კლუბში ჩატარებულ პარტიულ კონფერენციაზე გადაწყდა რაიონის დაფუძნება.
დასახელება
რედაქტირებარეგიონის სახელწოდება უკავშირდება ამიერკავკასიის პირველი სარკინიგზო სადგურის იგივე სახელს - ქარადაღის რკინიგზის სადგურს.
1937 წლამდე ამ ტერიტორიას მიქოიანოვსკი ერქვა. 1937 წელს მას მოლოტოვსკი დაარქვეს და ასე ეწოდებოდა 1956 წლამდე, როდესაც რეგიონს დღევანდელი სახელი მიენიჭა - Garadag. ამასთან, 1963 წელს რაიონს კვლავ ეწოდა სახელი აზიზბეიოვი. რეგიონს ეს სახელი მხოლოდ 3 წლის განმავლობაში ჰქონდა, რის შემდეგაც 1966 წელს მას დაარქვეს ქარადაღის სახელი.
მთავრობა
რედაქტირებაქარადაღის რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა რეგულირდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის 1999 წლის 16 ივნისის განკარგულების შესაბამისად, „ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების დებულებების შესახებ“, რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური სულეიმან მიქაილოვია.
ქარდაღის რაიონის ტერიტორიაზე 11 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია.
მოსახლეობა
რედაქტირებაბაქოს სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურის 2012 წლის სტატისტიკური მონაცემებით 109,400 ადამიანი ცხოვრობს რაიონში. [1].
ეკონომიკა
რედაქტირება90 ინდუსტრიული საწარმო კონცენტრირებულია ქარდაღის მხარეში, საიდანაც 22 მსხვილია. ქარდაღის რეგიონში მოქმედებს ასევე გაზის გადამამუშავებელი საწარმო.
განათლება
რედაქტირებაგარდაღის რეგიონში არის 30 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის: 25 საშუალო სკოლა, 4 ლიცეუმი და 1 ინტერნატი. ასევე რეგიონში არის 3 მუსიკალური სკოლა და 22 საბავშვო ბაღი.
კულტურა
რედაქტირებაქარადაღის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს: 8 კულტურის სახლი, 1 მუზეუმი, 10 ბიბლიოთეკა, 10 კულტურისა და დასვენების ბაღი, 1 ეროვნული ნაკრძალი და ასევე 10 მეჩეთი.
რელიგიური თემები
რედაქტირებააზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის მიერ რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის შესახებ რეგისტრირებული ქარადაღის რაიონის ტერიტორიაზე არსებული რელიგიური თემებია:
- სოფელ ლოკბატანის მეჩეთის რელიგიური თემი
- სოფელ სანგაჩალის მეჩეთის რელიგიური თემი
- სოფელ გობუსტანში მეჩეთის რელიგიური თემი
ჯანდაცვა
რედაქტირებაქარადაღის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს: 7 საავადმყოფო, 6 ამბოლატორიული კლინიკა, 1 სტომატოლოგიური კლინიკა, 1 სამშობიარო სახლი და რესპუბლიკური საავადმყოფო.