საგირთის კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ საგირთის განაპირას, ჩრდილო-დასავლეთით მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი ოთხსართულიანია, ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. ძეგლი დაზიანებულია: მონგრეულია ზედა სართულის კედლების ნაწილი, ჩამოშლილია ხის სართულშუა გადახურვები, პირველი სართული თითქმის მთლიანად ქვებით არის ამოვსებული. კოშკში შესასვლელი პირველ სართულზეა - დასავლეთიდან. კარი თაღოვანია, მის ზემოთ სათოფურია. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. მეორე და მესამე სართულებზე ასიმეტრიულად განლაგებული სარკმლები და სათოფურებია. მეოთხე სართულის ოთხივე კედლის შუაში ქვის სამკუთხა კონსოლებზე დაყრდნობილი თითო სწორკუთხა მაშიკულია. კოშკის გარშემო ნაგებობათა ნანგრევებია.

ლიტერატურა

რედაქტირება