საგარეჯოს ციხე
საგარეჯოს ციხე — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ საგარეჯოს ცენტრალურ ნაწილში, ციხის უბანში.
ციხის შესახებ არსებული ისტორიული დოკუმენტებიდან დგინდება, რომ იგი 1690-1712 წლების პერიოდში აღუდგენია დავითგარეჯის წინამძღვარს ონოფრე მაჭუტაძეს, რაც დადასტურებულია 1712 წლის გუჯარში.
ამავე ციხის შესახებ ცნობებს გვაწვდის გერმანელი მეცნიერი და მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი, რომელმაც კახეთში 1772 წელს იმოგზაურა. მოგზაური გვამცნობს:
„საგარეჯო გარშემორტყმულია გალავნით, ხოლო მისი სახლების უმეტესობა, გალავნის გარეთაა. აქ არის დაახლოებით 500 მკვიდრი ოჯახი.“
|
ციხე თითქმის მთლიანად დანგრეულია. ქალაქის ამ უბნის მჭიდროდ დასახლების გამო ციხის გეგმარების დადგენა ვერ ხერხდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 70.
- გიულდენშტედტი ი., მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, თბ. 1962