საგარეჯოს ღვთისმშობლის შობის ეკლესია
საგარეჯოს ღვთისმშობლის შობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოში. მდებარეობს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სამხრეთით, ათიოდე მეტრის დაშორებით. აგებულია, სავარაუდოდ, XVIII საუკუნეში.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობში შიგადშიგ ჩართულია ქვიშაქვის ქვები. წყობა ქაოსურია. ეკლესია შიგნით შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიას გარედან აშკარად ეტყობა თვითნებური გადაკეთების კვალი. ბოლო რემონტი 2015 წელს ჩაუტარებიათ. ამ დროს დაიდგა ხის კანკელი. იატაკზე დაიგო ბაზალტის ფილები, მოეწყო ლავგარდანი და შენობა ღარისებური კრამიტით გადაიხურა.
ეკლესიის შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიაში ჯაბადრების ორი საფლავია. მათ შორის ერთზე 1897 წლის ეპიტაფია იკითხება, ხოლო მეორეზე — 1903 წლის.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 69.