საგარეჯოს ღვთისმშობლის ეკლესია

საგარეჯოს ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი საგარეჯოში. მდებარეობს გაღმა უბანში, ფანოზაშვილების სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, შეიცავს სხვადასხვა პერიოდის ორ სამშენებლო ფენას. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. თითო სარკმელი აღმოსავლეთოთ და დასავლეთით. ორივე სარკმელი ოთხკუთხაა, დაბალი. ორივეს გარეთა ღიობი გადაკეთებულია. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, ორ-ორი მცირე ზომის ნიშაა, სარკმლის ქვემოთ კი ოთხწახნაგა ტრაპეზი დგას.

ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოს ქვებია. 2007-2008 წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია გაარემონტა, თუმცა უხარისხოდ.

ლიტერატურა

რედაქტირება