საბხათ-ელ-ჯაბული, მამლაჰათ-ელ-ჯაბული ან ჯაბული (არაბ. سبخة الجبول) — წყალმარჩხი მლაშე ტბა სირიაში, ალეპოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 30 კილომეტრში. ადმინისტრაციულად მოქცეულია ალეპოს მუჰაფაზის ალ-ბაბის მინტაკის ტერიტორიაზე. წარმოადგენს სირიის უდიდეს ტბას.

საბხათ-ელ-ჯაბული
კოორდინატები: 36°04′00″ ჩ. გ. 37°30′00″ ა. გ. / 36.06667° ჩ. გ. 37.50000° ა. გ. / 36.06667; 37.50000
ფართობი 100 კმ²
საბხათ-ელ-ჯაბული — სირია
საბხათ-ელ-ჯაბული

2009 წლისთვის ტბის ზედაპირის ფართობი აღწევდა 100 კმ²-ს და იყო შედარებით სტაბილურ მდგომარეობაში. ამჟამად საბხათ-ელ-ჯაბული გაუდინარ არეშია მოქცეული, მაგრამ პლეისტოცენის განმავლობაში აუზი ამოვსებული იყო.

მარილიანი ვაკე, რომელიც გაშრობის შედეგად იქმნება, საკმაოდ ფართოა და ჩანს კოსმოსიდან. NASA-ს 2002 წლის 5 სექტემბრის სურათზე ჩანს, რომ ტბა თითქმის მთლიანად გაშრა და მის ადგილას თეთრი კვალი დარჩა.

არე მოიცავს საბხათ-ელ-ჯაბულის ნაკრძალს. საბხათ-ელ-ჯაბული ფრინველების ბუდობის ადგილია. როგორც წესი ტბა გაზაფხულზე ივსება. ზაფხულსა და შემოდგომაზე ტბის დონე იკლებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: