საბოლოკე (მთა)
მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
საბოლოკე — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების გუდისისწყლისა და პატარა ლიახვის წყალგამყოფ გუდისის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2119 მ. კონუსური ფორმისაა, მომიჯნავე ადგილები მოსწორებულია, აქედან მხოლოდ 80-100 მ-ზეა აზევებული. საბოლოკეს კალთებზე სათავე აქვს მდინარეების პატარა ლიახვისა და გუდისისწყლის შენაკადებს. აგებულია ქვედაცარცული ქვიშაქვებით, თიხაფიქლებითა და მერგელებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
საბოლოკე | |
---|---|
კოორდინატები: 42°20′56″ ჩ. გ. 44°04′48″ ა. გ. / 42.348972° ჩ. გ. 44.080111° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2119 მ |
ქედი | გუდისის ქედი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა, თიხაფიქალი და მერგელი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 566.