საბინე დერფლინგერი

ავსტრიელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი; ევროპის კინოაკადემიის წევრი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საბინე დერფლინგერი (გერმ. Sabine Derflinger; დ. 1963, ველსი, ავსტრია) — ავსტრიელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და დრამატურგიის კონსულტანტი. ევროპის კინოაკადემიის წევრი.[1] ცხოვრობს და მოღვაწეობს როგოც ვენაში, ასევე ბერლინში.

საბინე დერფლინგერი

250პქ
მშობლიური სახელი Sabine Derflinger
დაბადების სახელი საბინე დერფლინგერი
დაბადების თარიღი 1963
ველსი, ავსტრია
ეროვნება ავსტრიელი
მოქალაქეობა ავსტრიის დროშა ავსტრია
ალმა-მატერი ვენის კინოაკადემია
საქმიანობა რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
აქტიური 1991-დან

მისმა მრავალმა ფილმმა მოიპოვა რამდენიმე ჯილდო. ამ ფილმებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია „Geraubte Kindheit“ (მოპარული ბავშვობა), „Vollgas“ (ნაბიჯი მასზე), „Kleine Schwester“ (პატარა და), „42plus“ და „Tag und Nacht“ (დღე და ღამე). იგი ასევე ცნობილია, როგორც საკულტო სერიალ Tatort-ის რამდენიმე ფილმის რეჟოსირი.

2012 წელს მიენიჭა ვენის ქალთა პრემია დამსახურებისათვის.[2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1963 წელს ავსტრიის ქალაქ ველსში. 1991 წელს რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ კინოში რეჟისორად და პროდიუსერად, მან სწავლა დაიწყო ვენის კინოაკადემიაში[3] (სპეციალიზაციით ლიტერატურა და დრამატურგია). 1996 წელს მან წარმატებით დაასრულა სწავლა სადიპლომო ნაშრომით „Filmerzählungen zwischen Epik & Dramatik“.

საბინე დერფლინგერი ცნობილი გახდა მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებში შესრულებული როლებით, მის მიერ განსახიერებულმა როლებმა მიიღო მრავალი ჯილდო. ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც ავსტრიულ ORF-ის არხზე კრიმინალური სატელევიზიო სერიალი "Tatort" გადაიღო. შემდეგ იმავე არხის სხვა სერიალებშიც მიიღო მონაწილეობა. ბოლო წლებში კი ყურადღება მიიპყრო რამდენიმე სატელევიზიო პროექტით.

2010 წელს დერფლინგერმა დააარსა საკუთარი საპროდიუსერო კომპანია სახელწოდებით Derflinger Film, რომელიც უშვებს ფილმს. 2013 წელს იგი დაინიშნა პროდიუსერის ასისტენტად ბრაზილიურ ტელეკომპანია Globo-ში, რომელმაც გადაიღო მისი ტელენოველის Em Família-ს რამდენიმე ეპიზოდი ვენაში. 2003 წელს მის ჯილდოებს შორის იყო: Kulturpreis des Landes Oberösterreich და Österreichischer Förderungspreis für Filmkunst.

ჯილდოები

რედაქტირება

1994 წლიდან მოყოლებული საბინე დერფლინგერს და მის ფილმებს, არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული, მათ შორის აღსანიშნავია: „ოქროს მამალისა და ასი ყვავილის“ კინოფესტივალი ჩინეთში, სადაც მისმა ფილმა 42 plus-მა მიიღო საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზი კლაუდია მიკელსენისთვის. 2011 წელს „დიაგონალეზე“ მისმა ფილმმა „Tag und Nacht“ (დღე და ღამე) მიიღო პრიზი საუკეთესო კოსტუმისთვის (ვერონიკა ალბერტი და მონიკა ბატინგერი). 2012 წელს მიიღო ვენის ქალთა პრიზი: „კინოს კონკურენტულ სამყაროში იგი არის იმ მცირერიცხოვან ქალთაგანი, რომელმაც წარმოაჩინა საკუთარ თავი, დიდი ოსტატობით და არაჩვეულებრივი შრომითა და დაჟინებით“. 2013 წელს ფილმ „Tatort – Down for the Count“-ისათვის კი მიიღო ადოლფ გრიმეს პრემია, რომელიც გაიცემა გერმანიაში სატელევიზიო ფილმებისა და გადაცემებისათვის.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

გერმანულ ენაზე:

  • 1991 წელი: Es war einmal
  • 2007 წელი: 42plus
  • 2008 წელი: Platz
  • 2008 წელი: Eine von 8
  • 2009 წელი: Was bleibt
  • 2010 წელი: Tag und Nacht
  • 2011 წელი: Hotspot
  • 2012 წელი: Tatort
  • 2012 წელი: Literatur hat Recht
  • 1994 წელი: Geraubte Kindheit
  • 1996 წელი: Achtung Staatsgrenze
  • 1998 წელი: Aus Liebe
  • 1999 წელი: The Rounder Girls
  • 2001 წელი: Vollgas
  • 2004 წელი: Kleine Schwester
  • 2004 წელი: Schnelles Geld
  • 2005 წელი: Drei, Vier
  • 2006 წელი: In den Straßen von Delhi
  • 2007 წელი: 42plus
  • 2008 წელი: Platz
  • 2008 წელი: Eine von 8
  • 2009 წელი: Was bleibt
  • 2010 წელი: Tag und Nacht
  • 2011 წელი: Hotspot
  • 2012 წელი: Tatort
  • 2012 წელი: Literatur hat Recht
  • 2012 წელი: For Those Who Can Tell No Tales
  • 2013 წელი: Tatort — Angezählt
  • 2013 წელი: Paul Kemp
  • 2014 წელი: Tatort
  • 2015 წელი: Vier Frauen und ein Todesfall
  • 2015 წელი: Vorstadtweiber
  • 2017 წელი: Anna Fucking Molnar
  • 2018 წელი: Die Füchsin — Spur in die Vergangenheit
  • 2018 წელი: Der Zerrissene