საბაზრო ანარქიზმი

თავისუფალი საბაზრო ანარქიზმი[1] ან საბაზრო ანარქიზმი[2] (ასევე ცნობილია როგორც თავისუფალი საბაზრო ანტი-კაპიტალიზმი[3] და თავისუფალი ბაზრის სოციალიზმი[4]) — ანარქიზმის განშტოება, რომელიც მხარს უჭერს თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ სისტემას ადამიანებს შორის ნებაყოფლობითი ურთიერთობების საფუძველზე, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, რაც თავის თავში მოისაზრებს სახელმწიფოს გაუქმებას. ის არის ინდივიდუალისტური ანარქიზმის,[5] მემარცხენე-ლიბერტარიანიზმის[6] და ლიბერტარიანული სოციალიზმის ფორმა[7][8] და ემყარება მიუტუალიზმს და ინდივიდუალისტური ანარქიზმის სხვა ეკონომიკურ თეორიებს, რომლებიც, ძირითადად, შეერთებულ შტატებში განვითარდა. მემარცხენე საბაზრო ანარქიზმი წარმოადგენს თავისუფალი საბაზრო ანარქიზმის თანამედროვე განშტოებას, რომელიც დაფუძნებულია თავისუფალი საბაზრო ანარქიზმის თეორიაზე. იგი, ძირითადად, ასოცირდება ისეთ მემარცხენე ლიბერტარიანელ თეორეტიკოსებთან როგორებიც არიან კევინ კარსონი და გარი ჩარტერი, რომლებიც თავს ანტი-კაპიტალისტებად და სოციალისტებად თვლიან.[9][10][11][12]

სემუელ ედუარდ კონკინ III-ის აგორიზმი არის მემარცხენე საბაზრო ანარქიზმის სფერო, რომელიც ასოცირდება მემარცხენე ლიბერტარიანიზმთან [13] შეერთებულ შტატებში[14] [15] [16] და თავისი არსით გულისხმობს კონტრ-ეკონომიკას.[17] მეორეს მხრივ, ანარქო-კაპიტალისტები ხაზს უსვამენ კერძო საკუთრების ლეგიტიმურობას და პრიორიტეტს, პირად საკუთრებასა და პროდუქტიულ ქონებას შორის ყოველგვარი განსხვავების გარეშე და აღწერენ მას, როგორც ინდივიდუალური უფლებების განუყოფელ კომპონენტს და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას. ზოგჯერ ანარქო-კაპიტალიზმს მოიხსენიებენ თავისუფალი ბაზრის ანარქიზმის, ან უბრალოდ, საბაზრო ანარქიზმის სინონიმად,[18][19] თუმცა ანარქისტული მოძრაობის შიგნით, ასევე, არსებობს ძლიერი მიმდინარეობა, რომელიც ანარქო-კაპიტალიზმს არ მიიჩნევს ანარქისტული მოძრაობის ნაწილად, რადგან ანარქიზმი ისტორიულად ანტი-კაპიტალისტური მოძრაობაა და იგი თვისობრივად განსხვავდება კაპიტალიზმისგან.[20][21][22][23][24][25] ანარქო-კაპიტალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი მარი როტბარდი ამტკიცებდა, რომ ინდივიდუალისტური ანარქიზმი განსხვავდება ანარქო-კაპიტალიზმისა და სხვა კაპიტალისტური თეორიებისგან, რადგან ინდივიდუალისტური ანარქისტები ინარჩუნებენ ღირებულების შრომით თეორიას და სოციალისტურ დოქტრინებს.[26][27]

თავისუფალი საბაზრო ანარქიზმი შეიძლება ეხებოდეს მრავალფეროვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონცეფციებს, მაგალითად, ინდივიდუალისტური ანარქისტებისა და ლიბერტარიანელი სოციალისტების მოსაზრებებს.

მუტუალიზმი

რედაქტირება
 
იოსია უორენი, პირველი ამერიკელი ანარქისტი, ადრეული მუტუალისტი იყო.

იოსია უორენი ფართოდ განიხილება, როგორც პირველი ამერიკელი ანარქისტი [28] და ის იყო ოთხგვერდიანი ყოველკვირეული გაზეთის რედაქტორი, რომელიც გამოიცემოდა 1833 წლის განმავლობაში. გაზეთი მშვიდობიანი რევოლუციონერი იყო პირველი ანარქისტული პერიოდული გამოქვეყნება. [29] ამ გაზეთისათვის უორენმა შექმნა საკუთარი სტამბა, ჩამოაყალიბა საკუთარი სტილი და გააკეთა საკუთარი საწარმო. უორენი იყო რობერტ ოუენის მიმდევარი და შეუერთდა ოუენის თემს ნიუ ჰარმონიაში, ინდიანა. იოსია უორენმა ტერმინად აქცია ფრაზა „ფასის ლიმიტის ღირებულება“, აქ „ღირებულება“ ეხება არა ფულად ფასს, არამედ შრომას, რომელიც ხორციელდებოდა ნივთის წარმოებას. [30] მაშასადამე, „მან შესთავაზა სისტემა სერტიფიკატის მქონე პირებს, რომ გადაუხდიდა იმის მიხედვით თუ რამდენ საათს იმუშავებდნენ. მათ შეეძლოთ თამასუქების გაცვლა ადგილობრივ მაღაზიებში იმ საქონლისთვის, რომლებსაც წარმოებისათვის იგივე დრო დაჭირდათ”. მან გამოსცა თავისი თეორიები, დააწესა ექსპერიმენტული „შრომის მაღაზია“, სახელად ცინცინატის დროის მაღაზია, სადაც ვაჭრობას ხელი შეუწყო თამასუქებით, რომელიც ემსახურებოდა შრომის შესრულების დაპირებას. მაღაზია წარმატებული აღმოჩნდა და სამი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, რის შემდეგაც იგი დაიხურა, ასე რომ უორენს შეეძლო დაემყარებინა საკუთარი კოლონიები მუტუალიზმის პრინციპზე. ამაში შედიოდა კომუნები სახელწოდებებით უტოპია და თანამედროვე დრო. უორენს საკუთარი თავი ანარქისტად არ მოუხსენიებია.

მუტუალიზმი დაიწყო XVIII საუკუნის ინგლისისა და საფრანგეთის შრომითი მოძრაობებით იქამდე, სანამ საფრანგეთში პიერ-ჯოზეფ პრუდონთან ასოცირებული ანარქისტული ფორმა ჩამოყალიბდებოდა შეერთებულ შტატებშიც. [31] პრუდონმა შემოგვთავაზა სპონტანური წესრიგი, რომლის თანახმად, ორგანიზაცია იმართება ცენტრალური უფლებამოსილების გარეშე. „პოზიტიური ანარქიაა“, როდესაც წარმოიშობა წესრიგი, სადაც ყველა აკეთებს „იმას, რაც მას სურს და მხოლოდ ის, რაც მას სურს" [32] და სადაც „მხოლოდ საქმიანი გარიგებები წარმოშობს სოციალურ წესრიგს“. [33] ამერიკელი მუტუალისტის, უილიამ ბატშელდერ გრინელის თანახმად, მუტუალისტური სისტემისას თითოეული მუშაკი იღებდა „სამართლიან და ზუსტ ანაზღაურებას მისი სამუშაოსთვის. მომსახურება ექვივალენტის ღირებულებით, რომელიც შეიძლება გაცვალოთ მომსახურების ექვივალენტში ღირებულებით, მოგების გარეშე ან ფასდაკლებით“. [34] პრუდონმა პირველმა დაისახა თავისი მიზანი, რომ შეექმნა „საზოგადოების მესამე ფორმა, კომუნიზმისა და საკუთრების სინთეზი“. [35]

 
პიერ-ჯოზეფ პრუდონი, პირველი თვითიდენტიფიცირებული ანარქისტი, მხარს უჭერდა თავისუფალი ბაზრის ანარქისტულ თეორიას, რომელსაც ეწოდა მუტუალიზმი

უილიამ ბატშელდერი გრინი იყო XIX საუკუნის მუტუალისტ- ინდივიდუალისტური ანარქისტი, უნიტარული მინისტრი, ჯარისკაცი და შეერთებულ შტატებში უფასო ბანკინგის შემქმნელი. გრინი ყველაზე ცნობილია ნამუშევრებით: ურთიერთთანამშრომლობა (1850), რომელმაც შემოგვთავაზა უპროცენტო საბანკო სისტემა; და ტრანსცენდენტალიზმი, ინგლისის ახალი ფილოსოფიური სკოლის კრიტიკა. ამერიკელი ანარქისტი ისტორიკოსი იუნის მინეტ შუსტერი აცხადებს: „აშკარაა, რომ პრუდანის ანარქიზმი გამოჩნდა შეერთებულ შტატებში, როგორც მინიმუმ, 1848 წლის დასაწყისში და მან არაფერი იცოდა იოსია უორენის და სტივენ პერლ ენდრიუსის დამოკიდებულების შესახებ ინდივიდუალისტური ანარქიზმის მიმართ. უილიამ ბ. გრინმა წარმოადგინა ეს პრუდანული მუტუალობა მისი სუფთა და სისტემატური ფორმით “. [36] 1850 წლის შემდეგ, იგი აქტიური გახდა შრომის რეფორმებში და აირჩიეს ინგლისის შრომის ახალი რეფორმის ლიგის ვიცე-პრეზიდენტად წევრთა უმრავლესობით, რომლებიც პრუდონთან ურთიერთშეთანხმებით მუშაობდნენ. 1869 წელს იგი აირჩიეს მასაჩუსეტსის ლეიბორისტული კავშირის პრეზიდენტად. შემდეგ გრინმა გამოაქვეყნა სოციალისტური, მუტუალისტური და ფინანსური ფრაგმენტები (1875). იგი მუტუალიზმს ხედავდა, როგორც „თავისუფლებისა და წესრიგის“ სინთეზს. მისი „ასოციაციონალიზმი შემოწმებულია ინდივიდუალიზმის მიერ. „მიხედეთ საკუთარ ბიზნესს“. პიროვნება არის სუვერენული არსება, როგორც მორალურად ასევე ინდივიდუალურად და იგი პასუხს აგებს, როგორც საკუთარ თავზე, ასევე იმაზე, რასაც თავად აწარმოებს. ამ მიზეზით ის ითხოვს ქორწინებაში „მუტუალურობას“ - ქალის თანაბარი უფლება საკუთარი პირადი თავისუფლებისა და საკუთრების შესახებ “.

ინდივიდუალისტური ანარქიზმი შეერთებულ შტატებში

რედაქტირება
 
ამერიკის ინდივიდუალისტურ ანარქისტი ბენჯამინ ტაკერი, რომელიც ცნობილია თავისი ანარქისტული ჟურნალით თავისუფლება.

ინდივიდუალისტური ანარქიზმის ფორმა აღმოაჩინეს შეერთებულ შტატებში, რომელსაც ბოსტონელი ანარქისტები ადვოკატირებდნენ აქტიურად. [37] ბოსტონის ანარქისტების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის ბენჯამინ ტაკერმა და ლისანდერ სპონერმა, თავი მოიხსენიეს სოციალისტებად, ტერმინი, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა XIX საუკუნეში, მშრომელთა კლასის (ანუ შრომითი პრობლემის ) გაუმჯობესების ვალდებულების გაგებით. [38] ბოსტონელი ანარქისტები, როგორიცაა ტაკერი და მისი მიმდევრები, ასევე მიიჩნევიან სოციალისტებად მევახშეებთან წინააღმდეგობის გამო. [39] [40] XX საუკუნის დასაწყისისთვის, ინდივიდუალისტური ანარქიზმი დასრულდა.[41]

ინდივიდუალისტური ანარქიზმი ევროპაში

რედაქტირება
 
ჰენრი ჯორჯი, რომლის ეკონომიკური პოზიციები, როგორც გეოიზმი, არსებობდა ევროპული ინდივიდუალისტური ანარქიზმის ფარგლებში

გეოლიბერტარიანობა, ჰენრი ჯორჯის ფილოსოფიის თავისუფლების ფორმა, რომელსაც გეოიზმი ეწოდება, მიჩნეულია მემარცხენე-ლიბერტარიანად, რადგან იგი ითვალისწინებს მიწის საკუთრებას როგორც საერთოს, ასე რომ, როდესაც მიწის მესაკუთრე არის კერძო პიროვნება, მესაკუთრე უხდის ქირას საზოგადოებას. [42] ზოგადად, გეოლიბერტარიელები მხარს უჭერენ საზოგადოებისთვის მიწის გადასახადის გადაცემას მიწის ღირებულების გადასახადის მეშვეობით, როგორც ამას ჰენრი ჯორჯი და მისი თანამოაზრეები მიიჩნევდნენ. ამ მიზეზით, ხშირად „მარტოხელა გადასახადებს“ უწოდებენ. ფრედ ე. ფოლდვარემ აღწერა ტერმინი გეო-ლიბერტარიანიზმი მიწისა და თავისუფლების სტატიაში. [43] გეოანარქიზმის შემთხვევაში, გეოლიბერტარიანობის ნებაყოფლობითი ფორმით, ქირა უნდა შეაგროვოს კერძო ასოციაციებმა. ამასთანავე, თითოეულს ექნება შესაძლებლობა, გავიდეს გადახდის ვალდებულებისგან, მაგრამ ვერ ისარგებლებს საზოგადოებისთვის შეთავაზებული სერვისით. [44]

ლიბერტარიანელები და ახალი მემარჯვენეები

რედაქტირება

თანამედროვე ამერიკულ ბაზრის ლიბერტარიანელი უხუცესი, ავსტრიის სკოლის ეკონომისტი მიურეი როტბარდი ძველი მემარჯვენე ენთუზიასტი პარტიზანი იყო, განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა ომსა და იმპერიალიზმს . [45] როტბარდმა ხაზს უსვამს ელიტარული პრივილეგიის როლს იურიდიული და პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში - მემარცხენეებისათვის ეს აზრი ბუნებრივად მისაღები იყო - და 1960-იან წლებში უფრო და უფრო გაჩნდა სურვილი მემარცხენე ალიანსის გაძიერებისა - განსაკუთრებით ვიეტნამის ომის შემდეგ . ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ახალი მემარცხენეების წევრების მონაწილეობით [46] სამხედრო მოსაზრების ჩამოყალიბება და შავი ძალი მოძრაობის გაჩენა. [47]

დევიდ მაკნალი ჰიუსსტონის უნივერსიტეტიდან ამტკიცებს, რომ მარქსისტულ ტრადიციაში ბაზრის ლოგიკა არსებითად აწარმოებს არათანაბარ შედეგებს და იწვევს არათანაბარ გაცვლას, ამტკიცებს, რომ ადამ სმიტის ზნეობრივი განზრახვა და ზნეობრივი ფილოსოფია, რომელიც თანაბარ გაცვლას გულისხმობს, ძირს უთხრის თავისუფლების პრაქტიკას. მაკნალის თანახმად, საბაზრო ეკონომიკის განვითარება გულისხმობდა იძულებას, ექსპლუატაციას და ძალადობას, რომელსაც სმიტის მორალური ფილოსოფია ვერ ითვალისწინებდა. მაკნალი აკრიტიკებს თავისუფალი ბაზრის ანარქიზმს და სხვა ბაზრის სოციალისტებს იმის გამო, რომ სჯეროდათ სამართლიანი ბაზრების შესაძლებლობა თანაბარი გაცვლის საფუძველზე, რომელიც მიიღწევა საბაზრო ეკონომიკისგან ისეთი პარაზიტული ელემენტების განწმენდისგან, როგორიცაა წარმოების საშუალებების კერძო საკუთრება და ამტკიცებს, რომ საბაზრო სოციალიზმი არის ოქსიმორონი მაშინ როდესაც სოციალიზმი განისაზღვრება, როგორც დაქირავებული შრომის დასასრული. [48]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Brooks, Frank H. (1994). The Individualist Anarchists: An Anthology of Liberty. Transaction Publishers. 
  • Anarchism: A Documentary History of Libertarian Ideas. Robert Graham, editor.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Hoffman, John; Graham, Paul (2006). Introduction to Political Theory. p. 243.
  2. Carrier, James G. (1997). Meanings of the Market: The Free Market in Western Culture, 1, Oxford: Berg, გვ. 107. ISBN 185973149X. 
  3. Sheldon Richman (3 February 2011). "Libertarian Left: Free-market anti-capitalism, the unknown ideal" დაარქივებული 2019-06-10 საიტზე Wayback Machine. . . The American Conservative. Retrieved 5 March 2012.
  4. Richman, Sheldon (14 November 2014). "Free-Market Socialism". The Future of Freedom Foundation. Retrieved 10 January 2020.
  5. Chartier, Gary; Johnson, Charles W. (2011). Markets Not Capitalism: Individualist Anarchism Against Bosses, Inequality, Corporate Power, and Structural Poverty. Brooklyn: Minor Compositions/Autonomedia.
  6. Zwolinski, Matt (9 January 2013). "Markets Not Capitalism". Foundation for Economic Education. Retrieved 10 January 2020.
  7. Chartier, Gary; Johnson, Charles W. (2011). Markets Not Capitalism: Individualist Anarchism Against Bosses, Inequality, Corporate Power, and Structural Poverty. Brooklyn: Minor Compositions/Autonomedia. p. back cover. "It introduces an eye-opening approach to radical social thought, rooted equally in libertarian socialism and market anarchism."
  8. Carson, Kevin. "Socialism: A Perfectly Good Word Rehabilitated". Center for a Stateless Society. "But there has always been a market-oriented strand of libertarian socialism that emphasizes voluntary cooperation between producers. And markets, properly understood, have always been about cooperation. As a commenter at Reason magazine's Hit&Run blog, remarking on Jesse Walker's link to the Kelly article, put it: "every trade is a cooperative act." In fact, it's a fairly common observation among market anarchists that genuinely free markets have the most legitimate claim to the label "socialism."
  9. Gary Chartier and Charles W. Johnson (eds). Markets Not Capitalism: Individualist Anarchism Against Bosses, Inequality, Corporate Power, and Structural Poverty. Minor Compositions; 1st edition November 5, 2011.
  10. Gary Chartier, "Advocates of Freed Markets Should Oppose Capitalism," "Free-Market Anti-Capitalism?" session, annual conference, Association of Private Enterprise Education (Cæsar's Palace, Las Vegas, NV, April 13, 2010)
  11. Gary Chartier, "Advocates of Freed Markets Should Embrace 'Anti-Capitalism'".
  12. Gary Chartier, Socialist Ends, Market Means: Five Essays. Cp. Tucker, "Socialism."
  13. "Anarchism". In Gaus, Gerald F.; D'Agostino, Fred, eds. (2012). The Routledge Companion to Social and Political Philosophy. p. 227. "Later [left-libertarianism] became a term for the left or Konkinite wing of the free-market libertarian movement, and has since come to cover a range of pro-market but anti-capitalist positions, mostly individualist anarchist, including agorism and mutualism, often with an implication of sympathies (such as for radical feminism or the labor movement) not usually shared by anarcho-capitalists."
  14. "Interview With Samuel Edward Konkin III – Smashing the State for Fun and Profit Since 1969: An Interview With the Libertarian Icon Samuel Edward Konkin III (a.k.a. SEK3)". SPAZ.org. 2002. Retrieved 10 January 2020.
  15. D'Amato, David S. (27 November 2018). "Black-Market Activism: Samuel Edward Konkin III and Agorism".
  16. An Agorist Primer. 
  17. Counter-Economics: what it is, how it works. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 March 2009.
  18. Miller, G. Tyler; Paul, Ellen Frankel; Miller Jr., Fred D., eds. (1993). Liberalism and the Economic Order, Part 2. p. 115.
  19. Long, Roderick T.; Machan, Tibor R. (2016) [2008]. Anarchism/Minarchism: Is a Government Part of a Free Country?. Ashgate.
  20. Sabatini, Peter (Fall/Winter 1994–1995). [http://theanarchistlibrary.org/library/peter-sabatini-libertarianism-bogus-anarchy "Libertarianism: Bogus Anarchy". Anarchy: A Journal of Desire Armed (41). "Within Libertarianism, Rothbard represents a minority perspective that actually argues for the total elimination of the state. However Rothbard's claim as an anarchist is quickly voided when it is shown that he only wants an end to the public state. In its place he allows countless private states, with each person supplying their own police force, army, and law, or else purchasing these services from capitalist venders...so what remains is shrill anti-statism conjoined to a vacuous freedom in hackneyed defense of capitalism. In sum, the "anarchy" of Libertarianism reduces to a liberal fraud".
  21. Meltzer, Albert (2000). iarchive:anarchism00albe|Anarchism: Arguments For and Against. AK Press. p. 50. "The philosophy of "anarcho-capitalism" dreamed up by the "libertarian" New Right, has nothing to do with Anarchism as known by the Anarchist movement proper".
  22. Goodway, David (2006). Anarchist Seeds Beneath the Snow: Left-Libertarian Thought and British Writers from William Morris to Colin Ward. Liverpool: Liverpool University Press. p. 4. "'Libertarian' and 'libertarianism' are frequently employed by anarchists as synonyms for 'anarchist' and 'anarchism', largely as an attempt to distance themselves from the negative connotations of 'anarchy' and its derivatives. The situation has been vastly complicated in recent decades with the rise of anarcho-capitalism, 'minimal statism' and an extreme right-wing laissez-faire philosophy advocated by such theorists as Murray Rothbard and Robert Nozick and their adoption of the words 'libertarian' and 'libertarianism'. It has therefore now become necessary to distinguish between their right libertarianism and the left libertarianism of the anarchist tradition".
  23. Marshall, Peter (2008). Demanding the Impossible: A History of Anarchism. London: Harper Perennial. p. 565. "In fact, few anarchists would accept the 'anarcho-capitalists' into the anarchist camp since they do not share a concern for economic equality and social justice, Their self-interested, calculating market men would be incapable of practising voluntary co-operation and mutual aid. Anarcho-capitalists, even if they do reject the State, might therefore best be called right-wing libertarians rather than anarchists".
  24. "Section F – Is "anarcho"-capitalism a type of anarchism?". An Anarchist FAQ (2008). Published in physical book form by "An Anarchist FAQ" as Volume I. Oakland/Edinburgh: AK Press. 558 pp. ISBN 9781902593906.
  25. Newman, Saul (2010). The Politics of Postanarchism, Edinburgh University Press. p. 43. ISBN 0748634959. "It is important to distinguish between anarchism and certain strands of right-wing libertarianism which at times go by the same name (for example, Murray Rothbard's anarcho-capitalism)".
  26. Rothbard, Murray. "Are Libertarians 'Anarchists'?". Lew Rockwell.com. Retrieved 1 April 2020.
  27. „Anarchism“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  28. Palmer, Brian (2010-12-29) What do anarchists want from us?, Slate.com
  29. Bailie, Bailie, William (1906). Josiah Warren: The First American Anarchist — A Sociological Study. Boston: Small, Maynard & Company, გვ. 20. ციტირების თარიღი: 17 June 2013.  დაარქივებული 4 February 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  30. Warren, Josiah (May 1852). Equitable Commerce დაარქივებული 2021-05-18 საიტზე Wayback Machine. . The Anarchist Library. "A watch has a cost and a value. The cost consists of the amount of labor bestowed on the mineral or natural wealth, in converting it into metals [...]".
  31. "A member of a community" (1826). The Mutualist. This 1826 series criticised Robert Owen's proposals and has been attributed to a dissident Owenite, possibly from the Friendly Association for Mutual Interests of Valley Forge. Wilbur, Shawn (2006) "More from the 1826 "Mutualist"?"
  32. Proudhon, Solution to the Social Problem, ed. H. Cohen (New York: Vanguard Press, 1927), p. 45.
  33. Proudhon, Pierre-Joseph (1979). The Principle of Federation. Toronto: University of Toronto Press. ISBN 0-8020-5458-7. „The notion of anarchy in politics is just as rational and positive as any other. It means that once industrial functions have taken over from political functions, then business transactions alone produce the social order.“ 
  34. "Communism versus Mutualism", Socialistic, Communistic, Mutualistic and Financial Fragments. (Boston: Lee & Shepard, 1875) William Batchelder Greene: "Under the mutual system, each individual will receive the just and exact pay for his work; services equivalent in cost being exchangeable for services equivalent in cost, without profit or discount; and so much as the individual laborer will then get over and above what he has earned will come to him as his share in the general prosperity of the community of which he is an individual member."
  35. Pierre-Joseph Proudhon. What Is Property? Princeton, MA: Benjamin R. Tucker, 1876. p. 281.
  36. Schuster, Eunice Minette (1932). Native American Anarchism: A Study of Left-Wing American Individualism დაარქივებული 2016-02-13 საიტზე Wayback Machine. .
  37. Levy, Carl (2007). "Anarchism დაარქივებული 2008-05-09 საიტზე Wayback Machine. ". Microsoft Encarta Online Encyclopedia. 31 October 2009.
  38. Brooks, Frank H. (1994). The Individualist Anarchists: An Anthology of Liberty (1881–1908). Transaction Publishers. p. 75.
  39. "G.1.4 Why is the social context important in evaluating Individualist Anarchism?" in An Anarchist FAQ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-15. ციტირების თარიღი: 2020-05-27.
  40. Stanford, Jim. Economics for Everyone: A Short Guide to the Economics of Capitalism. Ann Arbor: MI., Pluto Press. 2008. p. 36.
  41. Avrich, Paul. 2006. Anarchist Voices: An Oral History of Anarchism in America. AK Press. p. 6.
  42. Foldvary, Fred E.. (15 July 2001) Geoanarchism. Anti-state.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 26 March 2013.
  43. Foldvary, Fred E. (May/June 1981). "Geo-libertarianism". Land and Liberty. pp. 53–55.
  44. Foldvary, Fred E.. (15 July 2001) Geoanarchism. Anti-state.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 15 April 2009.
  45. Raimondo, Justin (2001). An Enemy of the State: The Life of Murray N. Rothbard. Amherst, New York: Prometheus.
  46. Raimondo, Justin (2001). An Enemy of the State: The Life of Murray N. Rothbard. Amherst, New York: Prometheus. pp. 151–209.
  47. Doherty, Brian (2007). Radicals for Capitalism: A Freewheeling History of the Modern American Libertarian Movement. New York: Public Affairs. p. 338.
  48. McNally, David (1993). Against the Market: Political Economy, Market Socialism and the Marxist Critique. Verso. ISBN 978-0-86091-606-2.