ელიელ საარინენი

(გადამისამართდა გვერდიდან საარინენი, ელიელ)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 10 ოქტომბერი 2022. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

გოტლიბ ელიელ საარინენი (ფინ. Gottlieb Eliel Saarinen; დ. 20 აგვისტო, 1873 — გ. 1 ივლისი, 1950) — ფინელი არქიტექტორი, რომელმაც სახელი არტ-ნუვოს სტილის შენობებით გაითქვა XX საუკუნის დასაწყისში.

ელიელ საარინენი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 20 აგვისტო, 1873(1873-08-20)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი რანტასალმი[3]
გარდ. თარიღი 1 ივლისი, 1950(1950-07-01)[1] [3] [4] (76 წლის)
გარდ. ადგილი ბლუმფილდ-ჰილზი[5] [3]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[6] [4] [7] და ქალაქთმშენებელი
მოქალაქეობა ფინეთი
აშშ[8] [2]
მიმართულება არტ-ნუვო, არტ-დეკო, საერთაშორისო სტილი და იუგენდსტილი
ალმა-მატერი ჰელსინკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი და Former Real Lyceum
მნიშვნელოვანი პროექტები Helsinki Central Railway Station
ჯილდოები აამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის ოქროს მედალი, სამეფო ოქროს მედალი, კარსლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტის საპატიო დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Fellow of the American Institute of Architects, Commander First Class of the Order of the White Rose of Finland[9] და ფინეთის ლომის ორდენის დიდი ჯვარი[10]
მეუღლე Loja Saarinen[11] და Mathilda Tony Charlotta Gyldén[11]
შვილ(ებ)ი ეერო საარინენი[11] და Pipsan Saarinen Swanson

ბიოგრაფია

რედაქტირება

განათლება ჰელსინკიში მიიღო. მისი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი, 1900 წლის მსოფლიო გამოფენის ფინური პავილიონი სტილისტურ გავლენათა არაორდინალური შერწყმა გამოდგა, მასში გაერთაინდა ფინური ხის არქიტექტურა, ბრიტანული გოთური აღორძინება და იუგენდსტილი. საარინენის ადრეულ მანერას მოგვიანებით ფინური ეროვნული რომანტიციზი უწოედეს, რამაც კულმინაციას ჰელსინკის რკინიგზის სადგურის პროექტში ჰპოვა (1910-1914). მასვე ეკუთვნის მარკას ბანკნოტების დიზაინი, რომელიც 1922 წელს შევიდა ბრუნვაში.

საარინენი 1923 წელს აშშ-ში გადადის ჩიკაგოში ტრიბუნის ტაუერისთვის კონკურსში წარმატების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა და მისი პროექტი ჩიკაგოში არ აშენებულა, ეს დიზაინი სრულად განხორციელდა გალფ-ბილდინგში, ჰიუსტონში, ტეხასი. საარინენი მას შემდეგ პროფესიულ და აკადემიურ კარიერს მიჩიგანში აგრძელებს.

1925 წელს ჯორჯ გაფ ბუზმა მას კრენბრუკის საგანმანათლებლო საზოგადოების კამპუსის დაპროექტება სთხოვა, რომელიც ბაუჰაუზის ამერიკული ეკვივალენტი უნდა გამხდარიყო. საარინენი აქ ასწავლიდა და შემდგომში, 1932 წელს, კრენბრუკის ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი გახდა. მის სტუდენტთა შორის იყვნენ რეი კაიზერი და ჩარლზ იმსი.

შემდგომში ის მიჩიგანის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი ხდება; ამჟამად მიჩიგანის არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების კოლეჯი მის სახელს ატარებს.

საარინენის ვაჟი, ეერო (1910-1961), XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი არქიტექტორი ხდება საერთაშორისო სტილში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Kansallisbiografia / M. KlingeSuomalaisen Kirjallisuuden Seura, Suomen Historiallinen Seura. — ISSN 1799-4349
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 https://www.mfa.fi/kokoelmat/arkkitehdit/eliel-saarinen/
  4. 4.0 4.1 4.2 The Fine Art Archive — 2003.
  5. Sanna A. (unspecified title)ISBN 978-88-6637-024-6, 978-88-6637-023-9, 978-88-6637-025-3
  6. Arkitekter verksamma i Sverige — 2014.
  7. http://arch-pavouk.cz/index.php/architekti/744-saarinen-eliel
  8. Smithsonian American Art Museum person/institution ID
  9. Castrén C. Korkeimpien suomalaisten kunniamerkkien haltijat 1918–1969Tietosanakirja-osakeyhtiö, 1970. — გვ. 31.
  10. Matikkala A. Suomen Valkoisen Ruusun ja Suomen Leijonan ritarikunnatHelsinki: Edita, 2017. — გვ. 492. — ISBN 978-951-37-7005-1
  11. 11.0 11.1 11.2 Kindred Britain