ავთანდილ სააკაძე
(გადამისამართდა გვერდიდან სააკაძე, ავთანდილ)
ავთანდილ გიორგის ძე სააკაძე (გ. 3 ოქტომბერი, 1629) — გიორგი სააკაძის პირმშო და თანამებრძოლი. პირველად 1607 წელს დოკუმენტში იხსენიება მამასთან ერთად. მონაწილეობდა 1625 წელს ქართლ-კახეთის აჯანყებაში, თავი გამოიჩინა მარტყოფისა (მოკლა ყარჩიხა-ხანის ვაჟი იმამვერდი-ბეგი) და მარაბდის ბრძოლებში. ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ ოსმალეთში წაჰყვა გ. სააკაძეს. მოკლეს მამასთან ერთად ხუსრევ-ფაშას ბრძანებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964;
- ჯამბურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 535.