რუსუდან ალასანია
რუსუდან ალასანია (დ. 1941, სენაკი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი.
1965 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი და 1967 წელს ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა.
1967 წელს მუშობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის ქიმიის კათედრაზე. 1980 წელს ის ანალიზური ქიმიის კათედრის ბაზაზე შექმნილ გარემოს დაცვის კათედრაზე გადავიდა სამუშაოდ და სხვებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა როგორც პედაგოგიურ, ისე კათედრის მიერ წარმოებულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, რომელთა შედეგებიც ქვეყნდებოდა საკავშირო და საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში. არის 18 სამეცნიერო შრომის და 3 სახელმძღვანელოს ავტორი. მისი შრომები შესრულებულია კოორდინაციულ ქიმიაში და აქვს ანალიზურ ქიმიაში გამოყენების ფართო პერსპექტივა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- სამრეწველო ტოქსიკოლოგია თბილისი, 2005 გვ. 139 ISBN: 99940-40-00-6
- ატმოსფეროს დაცვა თბილისი, 1982 გვ.64
- უნარჩენო ტექნოლოგიური პროცესების შექმნის საფუძვლები : დამხმარე სახელმძღვ. სპი-ს ყველა სპეც. სტუდენტებისათვის თბილისი, 1982 გვ.36
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ინჟინერი ქალები თბ., 2008 გვ. 6-9