რუსლან ღონღაძე
რუსლან ღონღაძე (დ. 23 მაისი, 1944, საჩხერე — გ. 4 აგვისტო, 1993) — ქართველი არქიტექტორი, პოლიტიკოსი, რეჟისორი, სცენარისტი.
რუსლან ღონღაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 მაისი, 1944 |
დაბადების ადგილი | საჩხერე |
გარდაცვალების თარიღი | 4 აგვისტო, 1993 (49 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). მისი შვილი იყო ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე.