რუსიშვილები
რუსიშვილები — ქართული თავადური საგვარეულო. გადმოცემის თანახმად, ამ გვარის წინაპრები მცველები კიევის რუსეთის მეფის (გიორგი რუსის) მცველები (ე.წ. "დრუჟინები") იყვნენ. როდესაც გიორგი რუსი დაქორწინდა თამარზე 1177 წელს, მის ერთ-ერთ მცველსა და მის მომავალ თაობას უბოძა თავადობა და "რუსისშვილობა". ამათი შთამომავლობა თამარმა დაამკვიდრა შილდაში და ამიერიდან აქ ცხვრობდნენ ბარამისა და ქაიხოსროს შვილები. საგვარეულო მოხსენიებულია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატშიც. ოჯახის წევრებმა დაიკავეს მთავარი ხაზინდრის, ანუ მეჭურჭლეთუხუცესობის თანამდებობა კახელი მეფეების კარზე და 1724 წლიდან ისინი ხდებიან ნეკრესის ეპისკოპოსები.[1] კახეთის სამეფოში თავად რუსიშვილებს სხვადასხვა დროს ეკავათ: ყორჩიბაშის, მდივანბეგის, მოლარეთუხუცესის (მთავარი ხაზინადარი), ბოქაულთუხუცესის, ბაზიერთუხუცესის, მოურავისა და ნაზირის თანამდებობები კახეთის მეფეების კარზე.[2] კახეთის სამეფო კარზე მათ ეკავათ ყორჩიბაშის თანამდებობა, რომელიც ეწოდებოდა სპარსეთის შაჰინშაჰის პირადი დაცვისა და სამეფო კავალერიის უფროსს. ამის გამო რუსიშვილებს გამოეყო რუსიშვილ-ყორჩიბაშების (ყორჩიბაშიშვილები) საგვარეულო[1]. რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ, რუსიშვილების საგვარეულო შევიდა რუსეთის იმპერიის თავადთა სიაში 1850 წლის 6 დეკემბერს. გვარი რუსიფიცირებული იყო როგორც "რუსიევი" (რუს. Русиев).[1][3]
რუსიშვილები | |
---|---|
ტიტული | თავადი, მეჭურჭლეთუხუცესი, ყორჩიბაში, მდივანბეგი, ბაზიერთუხუცესი, ნაზირი, ბოქაულთუხუცესი, მოურავი, მოლარეთუხუცესი |
დამფუძვნებელი | გიორგი რუსის ერთ-ერთი მცველი |
განშტოებები | ყორჩიბაშიშვილები |
ქვეშევრდომობა | საქართველოს სამეფო, კახეთის სამეფო, ქართლ-კახეთის სამეფო, რუსეთის იმპერია |
სამფლობელოები | შილდა |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Toumanoff, Cyril (1963). Studies in Christian Caucasian history, Georgetown University Press, p. 272.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Князья Русиевы (Русишвили) // Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 194.
- ჯავახიშვილი, ნიკო. რაჟდენ რუსიშვილი : ქართველი მეცნიერი უცხოეთის ცის ქვეშ/ ნიკო ჯავახიშვილი // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2014. - დეკემბერი. - N12(48). - გვ.14-23
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Князья Русиевы (Русишвили) // Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 194.
- ↑ ჯავახიშვილი, ნიკო. რაჟდენ რუსიშვილი : ქართველი მეცნიერი უცხოეთის ცის ქვეშ/ ნიკო ჯავახიშვილი // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2014. - დეკემბერი. - N12(48). - გვ.14-23
- ↑ Toumanoff, Cyril (1963). Studies in Christian Caucasian history, Georgetown University Press, p. 272.