რუსთავის გერბი
რუსთავის გერბი — რუსთავის თვითმმართველი ქალაქის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2009 წლის 9 იანვრის წლის 217-ე დადგენილების საფუძველზე.
დეტალები | |
---|---|
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ჰერალდიკური ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად. პირველი ნაწილი ვერცხლისფერი, მეორე ნაწილი - წითელი ველი. მთლიანად ფარის ველის მარცხენა ნაწილი არის წითელი ფერის, ხოლო მარჯვენა ვერცხლისფერი. ფარის მარცხენა წითელი ფერის ველის თავში გამოსახულია ვერცხლისფერი ჯვარი, ხოლო მარჯვენა ვერცხლისფერი ველის თავში გამოსახულია ხუთქიმიანი ტიტულარული გვირგვინი წითელი ფერის.
ფარზე მოთავსებულია ორი სარტყელი, I გალავანი, II მდინარე. გალავანი და მდინარე ორი ფერით არის გამოსახული. მარჯვენა ნაწილი ვერცხლისფერ ველზე წითელი, მარცხენა - წითელ ველზე ვერცხლისფერი. გერბის ფარს გარს არტყია შესამკობელი - ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი.
ფარის ზემოთ მოთავსებულია სამქონგურიანი (ციხესიმაგრის ფორმის) საქალაქო გვირგვინი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „რუსთავი“.