რუსთავის ავტოდრომი
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი — სარბოლო ტრასა, რომელიც მდებარეობს თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 20-ე კილომეტრზე.
რუსთავის ავტოდრომი 2012 წლის აპრილში | ||
ადგილი | 3700, რუსთავი, 21-ე კმ თბილისი-წითელი ხიდის მაგისტრალზე | |
---|---|---|
სასაათო სარტყელი | GMT+4 | |
კოორდინატები | 41°34′14″ ჩ. გ. 44°56′56″ ა. გ. / 41.57056° ჩ. გ. 44.94889° ა. გ. | |
ტევადობა | 7 500 | |
FIA-ს გატეგორია | 2 | |
მფლობელი | შოთა აბხაზავა | |
გახსნა | 2012 | |
ძირითადი ღონისძიებები | Legends Cars Championship Formula Alfa Championship Touring & GT Championship | |
კონფიგურაცია A | ||
ზედაპირი | ასფალტი | |
ტრასის სიგრძე | 4,140 კმ | |
მოსახვევები | 12 | |
ვირაჟი | მაქსიმალური ამაღლება 3,16% მაქსიმალური დაქანება 2,5% მინიმალური დახრილობა 1,75% მაქსიმალური დახრილობა 8% | |
რეკორდული დრო | 1:44,591 (ნიკა ადეიშვილი, Gulf Racing, 2012, Formula Alfa) | |
„დრეგ-სტრიპი“ | ||
ტრასის სიგრძე | 0,83 კმ | |
კონფიგურაცია B | ||
ტრასის სიგრძე | 2,140 კმ | |
მოსახვევები | 6 | |
კონფიგურაცია C | ||
ტრასის სიგრძე | 1,338 კმ | |
მოსახვევები | 6 |
ისტორია
რედაქტირება„რუსთავი“ არის ბოლო სარბოლო ტრასა, რომელიც სსრკ-ში აშენდა. 1978 წელს გახსნილი ტრასა „რუსთავი“ იყო 4040 მ. სიგრძეში, ამასთან სასტარტო-საფინიშო ზონა შეადგენდა 18 მ. სიგანეში, 14 მ. - მოსახვევებში და 12 მ. - სწორ გზაზე.კომპლექსის შემადგენლობაში შედიოდა კარტოდრომი, ტრასა ავტოკროსისათვის, მოტოტრეკი მოტობოლური ველით, ღია ტრიბუნა 500-800 ადგილზე; მის სიახლოვეს აგრეთვე იყო ტექნიკური ბაზა და სასტუმრო.პირველი ავტორბოლა ჩატარდა 1979 წლის ბოლოს. სსრკ-ს ჩემპიონატების ეტაპები ქ. რუსთავში ჩატარდა 11-ჯერ (1979-1989). სსრკ-ს დაშლის შემდეგ ტრასა რეკონსტრუირებული არ ყოფილა, გზის საფარი გამოსაყენებლად გახდა უვარგისი. 2006 წელს საქართველოს სტუმრად ეწვია საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის(FIA) მაშინდელი პრეზიდენტი მაქს მოსლი. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ რუსთავის დანგრეული ავტოდრომის ნაშთი გადაცემოდა საქართველოს საავტომობილო ფედერაციას, რაც რეალურად მხოლოდ 2008 წლის გაზაფხულზე განხორციელდა. 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტის მითითებით აღნიშნული ქონება ჩამოერთვა საქართველოს საავტომობილო ფედერაციას და ფორმალური აუქციონით მიეყიდა საავტომობილო ფედერაციის მიერ მოძიებულ პოტენციურ ინვესტორს და 2009 წელს მიწის ნაკვეთი ტრიბუნების ნანგრევებითა და ნახევრად განადგურებული გზის საფარით სახელმწიფო აუქციონზე შესყიდული იქნა კერძო კომპანიის „სტრომოსის“ მიერ.
რეკონსტრუქცია
რედაქტირებადღეს, ტრეკი არის სრულიად განახლებული, 250 000 მ³ – ზე მეტი ნიადაგი იყო გადატანილი. აშენდა ახალი მუდმივი ტრიბუნა, სადაც კომფორტულად განთავსდება 2000 მაყურებელი. აშენდა FIA–ს სტანდარტების 28 ბოქსი ტრიბუნა 2–თან ერთად, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი მეორე სართულზე მდებარეობს. რბოლის მართვის ცენტრი განთავსებულია პიტბილდინგის მესამე სართულზე.
გვირაბი სატვირთო მანქანებისთვის აშენდა მეორე და მესამე მოსახვევის სწორს შორის. გვირაბი ფეხით მოსიარულეთათვის დამატებული იყო ტრიბუნისა და პადდოკის დასაკავშირებლად. ახლად აშენებულ მესამე ტრიბუნაზე მაყურებლებს შეუძლიათ გადავიდნენ ხიდის გავლით, რომელსაც თავში და ბოლოში ამშვენებს სვანური კოშკები.
ტრეკი აღჭურვილია რამდენიმე საინჟინრო სისტემით როგორიც არის ვიდეო თვალთავლის სისტემა მთელს დისტანციაზე, 14 ელოქტრონულად კონტროლირებადი სასიგნალო განათება, ბოჭკოვან–ოპტიკური ქსელი, ხმის გამანაწილებელი და ქრონომეტრაჟის 5 სისტემა. სტარტ–ფინიშის ხაზი გაგრძელებულია ½ მილზე, რომელიც გამოიყენება დრაგისთვის.
უსაფრთხოება
რედაქტირებარეკოსნტრუქციის შემდეგ ავტოდრომი აკმაყოფილებს FIA Grade 2–ის უსაფრთხოების ნორმებს, რომელიც რთავს ნებას ჩატარდეს ეროვნული რბოლები GP2–ის ჩათვლით. ყველა გასწრების ზონა დაფარულია სპეციალური კენჭებით, მაგრამ ყველაზე კრიტიკულ ადგილებს აქვს ასფალტირებული ზედაპირი.
ღონისძიებები
რედაქტირება2012 წელს ტრეკზე ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, როგორიც არის 8 ეტაპიანი Legends Cars და Formula Alfa ეროვნული ჩემპიონატი, დრაგ–რეისინგი, წყვილთა რბოლა, დრიფტი,კარტინგი, მოტო–დრაგი. ბილეთების საფასური შეადგენს 5 ლარს, შეძენა შესაძლებელია ჭიშკართან. მთავარი ღონისძიებები ვრცელდება ადგილობრივი „პირველი არხის“ საშუალებით. 2012 წლის 14 ივლისიდან ადგილობრივმა ბუკმეკერმა "EuropeBet"–მა გამოჰყო ხაზი საქართველოს ჩემპიონატის მთავარი სარბოლო ჯგუფებისთვის.
გუნდები
რედაქტირებაავტოდრომი სახლად იქცა რამდენიმე ახლად ჩამოყალიბებული გუნდებისთვის, როგორებიც არიან Gulf Racing, Liberty Bank Racing, MIA Force, Team Ajara, VTB Bank, Sports Ministry Team and GPB Team
ტრეკის თავისებურებანი
რედაქტირებამახასიათებლები | სიგრძე |
---|---|
სიგრძე | 4,140 კმ |
მინიმალური სიგანე | 12,5 მ |
მაქსიმალური სიგანე | 21,5 მ |
სასტარტო-საფინიშო სწორის სიგრძე | 667 მ |
GP2 ტიპის ავტომობილებისთვის შეფასებული მაქსიმალური სიჩქარე | 282 კმ/სთ |
მიმართულება | საათის ისრის საპირისპირო |
მაქსიმალური გრძივი აღმართი | 3,16 % |
მაქსიმალური გრძივი დაღმართი | 2,5 % |
მინიმალური გვერდული დახრა | 1.75 % |
მაქსიმალური გვერდული დახრა | 8 % |
მოსახვევები | 7 მარცხენა, 5 მარჯვენა |
ავტოდრომის მაყურებლთა ტევადობა მისი ფუნქციონირების პირველ ეტაპზე | 7 500 |
გარაჟების რაოდენობა | 28 |
გარაჟების ზომა | 6 x 14 მ |
გალერეა
რედაქტირება-
კონფიგურაცია A — 4 140 მ
-
კონფიგურაცია B — 2 140 მ
-
კონფიგურაცია C — 1 338 მ