რუსა III
რუსა III — ურარტუს მეფე. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 605-595 წლებში (სხვა ვერსიით ძვ. წ. 629-605 წწ.).
რუსა III | |
---|---|
ურარტუს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 605 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 595 |
წინამორბედი: | ერიმენა |
მემკვიდრე: | რუსა IV ან სარდური IV |
მამა: | ერიმენა |
რუსა III-ის მმართველობის დროს ურარტუ თავისი სახელმწიფოებრიობის დასასრულშია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ურარტუს მეფეებმა დაკარგეს კონტროლი ქვეყნის ცენტრზე და დედაქალაქი ვანის ტბის სანაპიროზე მდებარე ტუშფიდან გადაიტანეს ამიერკავკასიაში თეიშებაინში.
შემორჩენილია რამდენიმე წარწერა, რომელიც მოგვითხრობს რუსა III-ის მიერ ტუშფაში, ერებუნში და არგიშთიხინილში მარცვლეულის საწყობის მშენებლობის შესახებ.
სარდური III-ის დროს ურარტუ ასურეთის ვასალი იყო, ხოლო რუსა III-ის დროს ურარტუს ოდესღაც ძლევამოსილი სამეფო მიდიის ვასალი გახდა.
წარწერის თარგმანი: … რუსამ, ერიმენას შვილმა, ეს ხორბლის საცავი აავსო. აქ არის 6848 მინა ხორბალი[1]. |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971
- Арутюнян Н. В. Биайнили (Урарту), Издательство Академии наук Армянской ССР, Ереван, 1970
- Арутюнян Н. В. Некоторые вопросы последнего периода истории Урарту // Древний Восток, Издательство АН Армянской ССР, Ереван, № 2, 1976
- Дьяконов И. М. Последние годы Урартского государства по ассиро-вавилонским источникам // Вестник Древней Истории № 2, 1951
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Арутюнян Н. В. Биайнили (Урарту). — Ереван: Издательство Академии наук Армянской ССР, 1970