არინ-ბერდი
არინ-ბერდი (სომხ. Արին բերդ) — ბორცვი ქალაქ ერევნის მახლობლდ, რომელზედაც ურარტუს მეფე არგიშთი I-მა დაახლოებით ძვ. წ. 782 წელს ააგო ციხესიმაგრე. არინ-ბერდზე აღმოჩენილ ლურსმულ წარწერებში ციხე ერებუნის სახელწოდებით მოიხსენიება. ბორცვზე გამოვლინებულია უძველესი დასახლება ერებუნი.
პირველად ბორცვმა ყურადღება მიიქცია 1894 წელს. 1950 წლიდან კ. ოჰანესიანის ხელმძღვანელობით ტარდებოდა არქეოლოგიური გათხრები, სადაც აღმოჩნდა სასახლისა და სატაძრო კომპლექსები, რომელთა კედლები მოხატულია. აღმოჩენილია აგრეთვე სამეურნეო ნაგებობანი, წარწერები. ციხესიმაგრე ურარტელების საყრდენი პუნქტი იყო სამხრეთ ამიერკავკასიაში. ძვ. წ. VIII საუკუნის მიწურულს არინ-ბერდმა დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არინ-ბერდი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 568.
- Оганесян К. Л., Раскопки урартского города Эребуни, "Советская археология", № 3, 1960.