რუპია ბანდა
რუპია ბვეზანი ბანდა (ინგლ. Rupiah Bwezani Banda, დ. 13 თებერვალი 1937, გვანდა, სამხრეთ როდეზია — გ. 11 მარტი, 2022, ლუსაკა) — ზამბიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ზამბიის მეოთხე პრეზიდენტი 2008 წლის 19 აგვისტოდან. ვიცე-პრეზიდენტი 2006 წლიდან. პრეზიდენტ ლევი მვანავასაზე ინსულტის შეტევის შემდეგ 2008 წლის 28 ივნისიდან ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას.
რუპია ბვეზანი ბანდა | |
ზამბიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 აგვისტო 2008 – 23 სექტემბერი 2011 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ჯორჯ კუნდა |
წინამორბედი | ლევი მვანავასა |
მემკვიდრე | მაიკლ სატა |
დაბადებული | 13 თებერვალი 1937 გვანდა სამხრეთ როდეზია |
გარდაცვლილი | 11 მარტი, 2022 (85 წლის) |
მეუღლე | ჰოპე მვანსა მაკულუ (გარდაცვლილია) თანდივე ბანდა |
ბიოგრაფია
რედაქტირებარუპია ბანდა დაიბადა სამხრეთ როდეზიის (დღევანდელი ზიმბაბვე) ქალაქ გვანდაში. მისი მშობლები სამხრეთ როდეზიაში მის დაბადებამდე გადავიდნენ ჩრდილოეთ როდეზიიდან სამუშაოს პოვნის მიზნით. რუპია ბანდას პოლიტიკური კარიერა დაიწყო, მას შემდეგ, რაც 1960 წელს შეუერთდა ეროვნული დამოუკიდებლობის გაერთიანებულ პარტიას. ამავე წლიდან არის პარტიის წარმომადგენელი ჩრდილოეთ ევროპაში, ხოლო 1965 წლიდან ზამბიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ეგვიპტეში. 1967 წლიდან კი აშშ-ში. 1969 წელს დაბრუნდა ზამბიაში და დაიკავა მაღალი თანამდებობა სოფლის მეურნეობის კორპორაციაში. 1971 წლიდან არის გაეროში ზამბიის მუდმივი წარმომადგენელი, ხოლო 1975-1976 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი. მეგობრობდა უნიტას ლიდერ ჟონას სავიმბისთან.
2008 წლის 1 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 40,1 %, მისმა კონკურენტმა პატრიოტული ფრონტის ლიდერმა მაიკლ სატამ კი 38,1 %. 2 ნოემბერს ლუსაკაში დასდო საპრეზიდენტო ფიცი. გახდა ქვეყნის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1966 წელს პირველ ქორწინებაშია ჰოპე მვანსა მაკულუსთან, რომელთანაც შეეძინა 5 შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Presidency of Zambia (State House) დაარქივებული 2005-06-19 საიტზე Wayback Machine. Official Website
- Wayback Machine: Archived 2007 biography of Rupiah Banda from "Famous Zambians" Geocities website
- Long interview with Rupiah Banda
- President Banda of Zambia დაარქივებული 2011-07-15 საიტზე Wayback Machine.
წინამორბედი: ლევი მვანავასა |
ზამბიის პრეზიდენტი 2008-2011 |
შემდეგი: მაიკლ სატა |
- ↑ „Zambia's ex-President Rupiah Banda dead at 85“. DW.com. 11 March 2022. ციტირების თარიღი: 12 March 2022.
- ↑ „Zambia's former president Rupiah Banda dies aged 85“. National Post/Reuters (ინგლისური). 11 March 2022. ციტირების თარიღი: 11 March 2022.
- ↑ Mfula, Chris (12 March 2022). „Zambia's former president Rupiah Banda dies aged 85“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 12 March 2022.