კარლ რულიე

რუსი ბუნებისმეტყველი და ბიოლოგ-ევოლუციონისტი
(გადამისამართდა გვერდიდან რულიე, კარლ)

კარლ ფრანცის ძე რულიე (რუს. Рулье, Карл Францевич; დ. 20 აპრილი [ ძვ. სტ. 8 აპრილი], 1814, ნიჟნი-ნოვგოროდი — გ. 22 აპრილი, 1858, მოსკოვი) — რუსი ბუნებისმეტყველი, ბიოლოგ-ევოლუციონისტი. მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი.

კარლ რულიე
დაბ. თარიღი 8 (20) აპრილი, 1814[1] , 1814[2] [3] [4] [5] [6] ან 20 აპრილი, 1814(1814-04-20)[1]
დაბ. ადგილი ნიჟნი-ნოვგოროდი, Nizhny Novgorod Governorate, რუსეთის იმპერია[7]
გარდ. თარიღი 10 (22) აპრილი, 1858[1] , 1858[2] [3] [4] [5] [6] ან 22 აპრილი, 1858(1858-04-22)[1]
გარდ. ადგილი მოსკოვი, მოსკოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია[7]
დასაფლავებულია ვედენსკოეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა პალეონტოლოგი, ზოოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ბუნებისმეტყველი, ექიმი[6] და ბოტანიკოსი
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[8]
ალმა-მატერი მოსკოვის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კარლ რულიემ განავითარა იდეა ორგანიზმის გარემოსთან დამოკიდებულების შესახებ. ჩარლზ დარვინის „სახეობათა წარმოშობის“ (1859) გამოსვლამდე რულიე მიუთითებდა (1852), რომ ცხოველთა ახალი ჯიშების გამოყვანისა და მათი აკლიმატიზაციის ცდები მნიშვნელოვანია ბუნებრივ პირობებში მიმდინარე ევოლუციური პროცესების გასაგებად.

რულიეს მიაჩნდა, რომ მემკვიდრულობა განისაზღვრება ისტორიულად ჩამოყალიბებული პირობებით, ხოლო ცვალებადობა ორგანიზმის საარსებო პირობებთან შეგუების პროცესია. რულიე ილაშქრებდა ჟორჟ კიუვიეს მეტაფიზიკური და ტელეოლოგიური შეხედულებების წინააღმდეგ, უარყოფდა მოძღვრებას სახეობათა უცვლელობის შესახებ.

რულიემ შექმნა დარვინამდელი პერიოდის ზოოლოგ-ევოლუციონისტების პირველი მეცნიერული სკოლა (ანატოლი ბოგდანოვი, იაკობ ბორზენკოვი, ნიკოლოზ სევერცოვი, სერგეი უსოვი). დასახა ცხოველთა ეკოლოგიური და ზოოფსიქოლოგიური კვლევის ფართო პროგრამა.

თხზულება

რედაქტირება
  • Избранные биологические произведения, М., 1954.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 469.
  • Райков Б. Е. Русские биологи-эволюционисты до Дарвина : материалы к истории эволюционной идеи в России. Т. 3. — М. ; Л. 1955.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Педагоги и психологи мира — 2012.
  2. 2.0 2.1 მცენარეთა სახელების საერთაშორისო ინდექსი — 1999.
  3. 3.0 3.1 author citation
  4. 4.0 4.1 Harvard University Herbaria & Libraries Index of BotanistsHarvard University Herbaria and Libraries.
  5. 5.0 5.1 NUKAT — 2002.
  6. 6.0 6.1 6.2 Czech National Authority Database
  7. 7.0 7.1 Рулье Карл Францевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  8. Жамойда А. И., Рожнов С. В., Алексеев А. С. и др. Столетие Палеонтологического общества России. Исторический очерк, 100 years of the Russian Paleontological Society. A Historical Survey // Историко-биологические исследования — 2016. — Т. 8, вып. 2. — С. 83–106. — ISSN 2076-8176; 2500-1221