რუისპირის დედა მარიამის ეკლესია

რუისპირის დედა მარიამის ეკლესია — არიქტექტურული ძეგლი რუისპირის ჩხუბიაანთ უბანში. სავარაუდოდ თარიღდება XVIII საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (7,4 x 4,8 მ), ნაგებია რიყის ქვით. კარსარკმლები, საბჯენი თაღები და ლავგარდანი გამოყვანილია კვადრატული (19 x 19 x 4.5 სმ) აგურით, შესასვლელი ორია: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული და გარედან საფეხურით შეღარმავებულ, სწორკუთხა არუშია ჩასმული. აღმოსავლეთით, დარბაზის იატაკის მიმართ ორი საფუხურით შემაღლებული, ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ცენტრში ნახევარწრიულოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთით გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი ნიშაა. აფსიდის ზედა ნაწილში, სარკმლის ორივე მხარეს, კონქის ქუსლის დონეზე, თითო ვიწრო, სწორკუთხა ღიობია, რომელიც კედლის სიღმერში მოწყობილ სამალავებს უკავშირდება. საკურთხევლის ბაქანი აფისიდის მხრების ხაზიდან ოდნავ წინაა წამოწეული. პირველი საფეხურის შუა ნაწლში მას ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი.

საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების შუა ნაწილში გაჭრილი თითო, ნახევარწრიული თაღოვანი სარკმელიც აშუქებს. რათა ღიობები, საკურთხევლის სარკმლის მსგავსად, გარეთკენაა ახრილი. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, დასავლეთით იგი კედლის მიმდებარე თაღზეა დაყრდნობილი, თვით თაღი - კუთხის პილასტრებზე. შიგნიდან ეკლესია შელესილია, იატაკზე დაგებულია კვადრატული აგური.

ეკლესიის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტონებზე, აგურის წყობის შეღრმავებით, საფეხუროვან პოსტამენტაზე დაყრდნობილი, თითო ჯვარია გამოსახული. კედლები დასრულებულია საფეხუროგანი ლავგარდნით, რომელიც ჩვეულებრივად დალაგებული და კუთხით წინწამოწეული აგურის რიგების მონაცვლეობით არის გამოყვანილი.

შენობის დასავლეთ კედელზე დაშენებულ აგურის კვადრატულ საფუძველზე (12 x 12 მ) დადგმულია ცილინდრული ფორმის, ოთხ მხარეს ნახევარწრიული თაღით გახსნილი აგურისავე სამრეკლო, რომელსაც შიგნით ნახევარსფერული კამარა ხურავს, გარედან კი, კონუსისებრი სახურავი ეხურა.

ლიტერატურა

რედაქტირება