რუზოვსკის ხიდი
რუზოვსკის ხიდი (რუს. Рузо́вский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში. ერთმანეთთან აკავშირებს რიბინსკისა და რუზოვსკის ქუჩებს. ხიდის სიგრძეა 26,4 მეტრი, ხოლო სიგანე — 21,8 მეტრი.
რუზოვსკის ხიდი რუს. Рузовский мост | |
---|---|
კოორდინატები: 59°54′47″ ჩ. გ. 30°19′58″ ა. გ. / 59.91306° ჩ. გ. 30.33278° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო, საავტომობილო |
გადებულია | შემოვლითი არხი |
მასალა | რკინა-ბეტონი |
სიგრძე | 26,4 მ |
სიგანე | 21,8 მ |
გახსნის თარიღი | 1905 წ. |
დახურვის თარიღი | 1942-1961 წ. |
რეკონსტრუქცია | 1961, 1985, 1996 წწ. |
სურათები ვიკისაწყობში |
უახლოესი მეტროს სადგურებია „პუშკინსკაია“ (872 მეტრი) და „ტექნოლოგიური ინსტიტუტი“ (870 მეტრი).
სახელწოდება
რედაქტირებახიდმა სახელწოდება მიიღო 1905 წლის 12 თებერვალს ახლოს მდებარე რუზოვსკის ქუჩის მიხედვით.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ხის ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1905 წელს. იგი აკავშირებდა სემიონოვსკის დასახლების საცხოვრებელ კვარტლებს შემოვლითი არხის ჩრდილოეთ სანაპიროსთან.
1941-1942 წლების ბლოკადის დროს ხიდი შეშად დაშალეს.
1961 წელს ნოვო-მოსკოვსკის ხიდის რეკონსტრუქციის ფარგლებში, რუზოვსკის ხიდი ხელახლა ააგეს. ახალი ხიდი იყო სამმალიანი და ხისგან აგებული. 1985 წელს მოხდა ხიდის რეკონსტრუქცია ინჟინერ ს. ნ. შილკინის პროექტის მიხედვით. ეს იყო უკანასკნელი სატრანსპორტო ხაზი შემოვლით არხზე, რომელიც ხისგან იყო დამზადებული. ხიდის სიგრძე შეადგენდა 30,5 მეტრს, ხოლო სიგანე — 27,3 მეტრს.
არსებული ხიდი ააგეს 1996 წელს და იგი იყო იმ სამშენებლო პროექტის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა ხიდისაა და სანაპიროს ნაწილის მშენებლობას. პროექტის ავტორი იყო ინჟინერი ბ. ნ. ბრუდნო. 2008 წელს მოხდა მეტლის კონსტრუქციების გაწმენდა და შეღებვა.
კონსტრუქცია
რედაქტირებახიდი ერთმალიანია. მისი სიგრძეა 26,4 მ, ხოლო სიგანე — 21,8 მეტრი (ტროტუარები 2,25 მ).
ხიდი გამოიყენება ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილიც და ტროტუარებიც ასფალტ-ბეტონითაა მოპირკეთებული. ტროტუარები სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია ლითონის მაღალი პარაპეტებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 37. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 106. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.