როტორუა (ტბა)
როტორუა — ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის მეორე უდიდესი ტბა; მოიცავს 79,8 კმ²-ს.[1] საშუალო სიღრმე 10 მეტრია. წყლის მოუცლობით ჩამოუვარდება ახლომდებარე ტარაუერის ტბას. მდებარეობს ბეი-ოვ-პლენტის რეგიონში. სამხრეთ ნაპირზე გაშენებულია ქალაქი როტორუა.
როტორუის ტბა | |
---|---|
Lake Rotorua | |
კოორდინატები: 38°05′ ს. გ. 176°16′ ა. გ. / 38.083° ს. გ. 176.267° ა. გ. | |
მდებარეობა | ახალი ზელანდია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 280 მ |
სიგრძე | 12,1 კმ |
სიგანე | 9,7 კმ |
ფართობი | 79,8 კმ² |
საშუალო სიღრმე | 10 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 45 მ |
ტბა წარმოიქმნა ტაუპოს ვულკანური ზონის საკმაოდ დიდი ვულკანის კრატერისგან. მისი ბოლო დიდი ამოფრქვევა 240 000 წლის წინ მოხდა. ამოფრქვევის შემდეგ, ვულკანის ქვეშ არსებული მაგმის მორევი ჩაინგრა. როტორუის კალდერაში დარჩა წრიული დებრესია, სადაც დღეს ტბაა ჩაგუბებული. მის სიახლოვეს, აღმოსავლეთით, აქტიურ ვულკან ტარავერის ბაზისის ირგვლივ, ასევე ვულკანური წარმოშობის რამდენიმე სხვა ტბა მდებარეობს.
როტორუის ტბა რამდენიმე მდინარისა და ნაკადულის წყლით იკვებება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ (1987) რედ. Viner, A.B.: Inland waters of New Zealand. Wellington: DSIR Science Information Publishing Centre, გვ. 471–474. ISBN 0-477-06799-9.