როინ (დათო) კერძევაძე (დ. 26 სექტემბერი, 1970 — გ. 23 თებერვალი, 2010) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს სამგზის და აზერბაიჯანის ჩემპიონი. საქართველოს თასის ორგზის მფლობელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.[1]

როინ კერძევაძე
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
26 სექტემბერი, 1970
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ,
საბჭოთა კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
23 თებერვალი, 2010 (39 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მოსკოვი, რუსეთი
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988–1990 დინამო თბ. 9 (1)
1991–1993 მარგვეთი 41 (4)
1994–1995 ომონია 29 (7)
1995–1998 დინამო თბ. 53 (12)
1998–2000 ქიაფაზი 10 (6)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ზესტაფონის „მარგვეთის“, არადიპუს „ომონიასა“ და განჯის „ქიაფაზის“ ღირსებას.

1996 წლის 26 იანვარს დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში თბილისის „დინამომ“ დუშანბეს „პამირს“ 9–0 მოუგო. გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (4), დავით მუჯირმა (2), გიორგი ანჩაბაძემ, ლევან ხომერიკმა და როინ კერძევაძემ გაიტანეს. დინამოელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ზოიძე, კალაძე, ლობჟანიძე, დიდავა, მაჭავარიანი, გოგიჩაიშვილი, მუჯირი (იაშვილი), ხომერიკი, კიკნაძე, ანჩაბაძე, კერძევაძე.[2]

1996 წლის 24 ივლისს თბილისის „დინამომ“ უეფა-ს თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, რომელიც ლუქსემბურგში ჩატარდა, „გრევენმახერთან“ 2–2 ითამაშა (პირველი შეხვედრა „დინამომ“ 4–0 მოიგო). ქართველთაგან გოლები გიორგი კიკნაძემ და როინ კერძევაძემ გაიტანეს. დინამოელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ზოიძე, ჩხაიძე, ლობჟანიძე, კუდინოვი, მაჭავარიანი, გოგიჩაიშვილი, კიკნაძე (ინალიშვილი), ჯამარაული (ანჩაბაძე), ზ. ჯელაძე, ყიზილაშვილი, იაშვილი (კერძევაძე). გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება