როზმარის ბავშვი (ფილმი)
როზმარის ბავშვი (ინგლ. Rosemary's Baby) — რომან პოლანსკის 1968 წლის ფსიქოლოგიური საშინელებათა ფილმი, რომელიც დაფუძნებულია აირა ლევინის ამავე სახელწოდების წიგნზე. ფილმის მთავარი გმირია ორსული ქალი, რომელიც შეშფოთებულია მისი ქმრისა და მეზობლების მეგობრობით, რადგან მეზობლები ოკულტური რიტუალებით არიან გატაცებულნი. ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო „ილოცე როზმარის ბავშვისთვის“. რუთ გორდონმა ფილმში შესრულებული როლისთვის მიიღო ოსკარი და ოქროს გლობუსი ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
„როზმარის ბავშვი“ | |
---|---|
ჟანრი | საშინელებათა ფილმი |
დამდგმელი რეჟისორი | რომან პოლანსკი |
პროდიუსერი | უილიამ კასტლი |
სცენარის ავტორი | რომან პოლანსკი |
ნაწარმოები | ირა ლევინის „როზმარის ბავშვი“ |
როლებში |
მია ფეროუ ჯონ კასავეტესი |
მუსიკა | კშიშტოფ კომედა |
ოპერატორი | უილიამ ფრეიკერი |
მონტაჟი | სემ ო'სტინი |
დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
გამოსვლის თარიღი | 12 ივნისი 1968 |
ხანგრძლივობა | 136 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 3 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 33 მილიონი აშშ დოლარი |
1990-იან წლებში გადაღებული ქართული სატელევიზიო სერიალი „სახლი ძველ უბანში“ იმეორებს ფილმის სიუჟეტს.