როზი ჰანტინგტონ უიტლი
როზი ჰანტინგტონ უიტლი (დ. 18 აპრილი, 1987)[1] — არის ინგლისელი მოდელი, მსახიობი, დიზაინერი და ბიზნესმენი. იგი ყველაზე უკეთ ცნობილია Victoria's Secret– სთვის საქმიანობით, უიტლი იყო მათი ბრენდის ”ანგელოზების” ერთ-ერთი წარმომადგენელი.[2][3]
როზი ჰანტინგტონ უიტლი | |
---|---|
როზი 2014 წელს | |
დაბადების თარიღი | 18 აპრილი, 1987 |
მოქალაქეობა | ინგლისი |
საქმიანობა | მსახიობი,მოდელი,ბიზნესმენი |
სამსახიობო კარიერის დაწყების შემდეგ იგი გახდა ცნობილი მისი მეორე ხარისხოვანი როლებით, როგორც კარლი სპენსერი 2011 წელს ფილმში Transformers: Dark of the Moon, Transformers-ის ტრილოოგის მესამე ნაწილში, და როგორც Splendid Angharad 2015 წელს ფილმში Mad Max.[4][5]
ჰანტინგტონ-უიტლი დაიბადა პლიმუთში, დევონში,მას ჰყავს ძმა და და. უიტლების ებრაული ოჯახი წარმოშობით პოლონეთიდან იყო, ოჯახი ემიგრაციაში წავიდა ინგლისში 1870-იან წლებში.[6]
კარიერა
რედაქტირებასანამ 15 წლის მოსწავლე იყო როზი , მან მიიღო გამოცდილება ლონდონის ვესტ – ენდ –ზე დაფუძნებული სამოდელო სააგენტო პროფილში. 2003 წელს, 16 წლის ასაკში, ხელი მოაწერა კონტრაქტს, მისი პირველი სამოდელო სესია იყო Levi's jeans- ის კომერციული ფირმისთვის. მისი პირველი დიდი კარიერული შესვენება იყო 2004 წლის იანვარში, როდესაც იგი ნიუ-იორკში გაემგზავრა Teen Vogue- თან ერთად გადაღებისთვის. მან მოგვიანებით 2004 წელს, ნიუ-იორკში, ნაომი კემპბელთან, ერთად შექმნა თავისი მოდის ხაზი, შემდეგ კი ბრიუს ვებერი გადაიღო Abercrombie & Fitch– სთვის. [7][8]
2006 წლის დასაწყისში, როზი ჰანტინგტონ უიტლმა ხელი მოაწერა ამერიკულ ქალის თეთრეულის ბრენდთან Victoria's Secret- თან,უიტლმა ბრწყინვალედ მოახერხა ბრენდის სამოსის მორგება და პოზიორობა ლოს ანჯელესის შოუში.[9][10]
ჰანტინგტონ-უიტლი მოდის ინდუსტრიის მიღმა უცნობი რჩებოდა 2008 წლამდე, იქამდე სანამ მას კრეატიული რეჟისორი კრისტოფერ ბეილი გაიცნობდა, უიტლი ბრიტანული ჟურნალის გარეკანზე 2008 წლის ნოემბრის ნომერში გამოჩნდა, ამავე წელს გამოჩნდა ბრიტანულ მხატვრულ ფილმში. მომდევნო წელს იგი დაასახელდა კარენ მილენის 2009 წლის გაზაფხული / ზაფხულის სარეკლამო კამპანიის სახედ. მან ითამაშა მოკლემეტრაჟიანი ფილმში Agent Provocateur ,ფილმის მთავარი პერსონაჟი უიტლი, ქალია რომელის შეყვარებულსაც ვალენტინობის დღე დაავიწყდება.
2009 წლის შემოდგომაზე / ზამთრისთვის, მან იპოზიორა Godiva და Miss Sixty-თვის პოდიუმზე. 2010 წლის თებერვალში, ჰანტინგტონ-უიტლი ოფიციალურად გახდა Victoria's Secret Angel- ის მოდელი.
2011 წლის მარტში, ჰანტინგტონ-უიტლიიმ გამოუშვა თავისი პირველი სოლო ბრიტანული Vogue ყდა და გამოჩნდა ბრიტანეთის ივლისის ნომრის გარეკანებზე. უიტლი გახდა Burberry- ის უახლესი სუნამო სახე, Burberry Body, 2011 წლის ივლისში. 2013 წელს ჰანტინგტონ უიტლიმ ითამაშა ჰელენა ბონჰემი კარტერისა და დევიდ განდისთან ერთად Marks & Spencer- ის საშობაო რეკლამაში. ის ასევე გახდა ავსტრალიის კოსმეტიკური ბრენდის ModelCo- ს სახე. 2014 წელს, PAIGE– მა ჰანტინგტონ-უიტლი თავის ბრენდის სახედ გამოაცხადა 2015 წლის გაზაფხულის სარეკლამო კამპანიისთვის. 2017 წლის თებერვალში, PAIGE– მა გამოაქვეყნა დიზაინი, რომელიც შეიქმნა უიტლთან ერთად.[11]
უიტლმა იპოზიორა:Givenchy, Burberry, Oscar De La Renta, Valentino, Michael Kors, Roberto Cavalli, Balmain, Louis Vuitton, DSquared2, Badgley Mischka, Blumarine, Marchesa, Vivienne Tam, Versace, Vera Wang, Betsey Johnson, Alberta Ferretti, Prada, Giles Deacon, and Moschino.
უიტლი გამოჩნდა რეკლამებში ბრენდებისთვის: Dolce & Gabbana, Burberry, Nirav Modi, Ralph Lauren, DKNY, Escada, Versace, Leon Max, Prabal Gurung, Balmain, Karen Millen, Loewe, Bvlgari, Tommy Hilfiger, BCBG, Thomas Wylde, Clinique, Sportmax, Topshop, Marks & Spencer, Victoria's Secret, French Connection, Levi's, Macy's და Bloomingdale's.
ქორწინება
რედაქტირება2010 წლიდან ის ურთიერთობაშია მსახიობ ჯეისონ სტეითემთან. 2016 წლის იანვარში, მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ისინი ერთად იყვნენ. 2017 წლის 9 თებერვალს მან გამოაცხადა, რომ ორსულად იყო.უიტლის და სტეითემის ვაჟი იმავე წლის ივნისში დაიბადა.[12][13]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: როზი ჰანტინგტონ უიტლი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://web.archive.org/web/20110527235221/http://www.gq-magazine.co.uk/girls/articles/2011-05/23/gq-girls-rosie-huntington-whiteley/interview-photos
- ↑ https://www.express.co.uk/expressyourself/245241/Is-this-the-sexiest-woman-in-the-world
- ↑ https://www.vogue.com/article/rosie-huntington-paige-denim-collaboration-exclusive
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-22. ციტირების თარიღი: 2020-02-22.
- ↑ https://www.businessinsider.com/mad-max-fury-road-wives-rosie-huntington-whiteley-riley-keough-zoe-kravitz-2015-5
- ↑ https://www.eonline.com/photos/8174/stars-sexy-siblings/471311
- ↑ https://web.archive.org/web/20141103234059/http://www.plymouthherald.co.uk/m-luckiest-girl-says-model-Rosie/story-12696409-detail/story.html
- ↑ https://en.wikipedia.org/wiki/Rosie_Huntington-Whiteley#cite_note-NYmag-15
- ↑ https://models.com/models/Rosie-Huntington-Whiteley/year/advertising
- ↑ https://web.archive.org/web/20150714095031/http://www.fashiontv.com/news/rosie-huntington-whiteleys-sexiest-moments-ever_2223.html
- ↑ https://www.express.co.uk/entertainment/films/198046/Rosie-Huntington-Whiteley-Is-model-nice-girl-Rosie-s-transformation-complete
- ↑ https://people.com/parents/rosie-huntington-whiteley-pregnant-jason-statham-expecting-first-child/
- ↑ https://www.vogue.co.uk/article/rosie-huntington-whiteley-baby-jack-oscar