როზენის ცისთვალა (ლათ. Scilla rosenii) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. აქვს მოღუნული ყვავილის ყუნწი, თავდახრილი, ზოგჯერ სწორყუნწიანი ყვავილები. მაღალი, 10–40 სმ სიმაღლის ღერო. 2–4, მოყვანილობით ფართოხაზური და ქალამნის წვერივით დაბოლოებული ფოთოლი. დიდი ზომის, თავდაღუნული ყვავილი. უკან გადახრილი, მოყვანილობით მოგრძოლანცეტა, ღია ცისფერი, ქვევითკენ უფრო მკრთალი და თეთრი ყვავილსაფრის ფოთლები. ერთ თანაყვავილედადაა შეზრდილი ორი თანაყვავილი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივნისში. გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია. საქართველოში თითქმის ყველა რეგიონში გვხვდება. იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში — მდელოებზე, კლდეებზე.[1] იყენებენ როგორც დეკორატიულ მცენარეს.[2]
როზენის ცისთვალა |
---|
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
---|
|
ლათინური სახელი |
---|
Scilla rosenii K.Koch, 1849 |
სინონიმები |
---|
- Othocallis rosenii (K.Koch) Speta, 1998
- Othocallis koenigii (Fomin) Speta, 1998
- Scilla koenigii Fomin, 1908
|
|