როზალინდ ჰიქსი
როზალინდ მარგარეტ კლარისა ჰიქსი (ინგლ. Rosalind Margaret Clarissa Hicks; დ. 5 აგვისტო, 1919, ტორკი, დევონის საგრაფო, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი — გ. 28 ოქტომბერი, 2004, ტორბეი, დევონი)— ინგლისელი მწერლის აგათა კრისტის ერთადერთი შვილი და მემკვიდრე. 1976 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ როზალინდმა მემკვიდრეობით მიიღო ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის Agatha Christie Limited (ACL )-ის 36%-იანი წილი. მეორე მეუღლესთან, ადვოკატ ენტონი ჰიქსთან ერთად, იგი აქტიურად მონაწილეობდა აგათა კრისტის „ავტობიოგრაფიის“ მომზადებაში, რომელიც 1977 წელს გამოიცა. მისი გარდაცვალების შემდეგ ACL-ს ხელმძღვანელობდა მისი ვაჟი მეთიუ, ხოლო მოგვიანებით შვილიშვილი —ჯეიმზ პრიჩარდი.[1][2]
როზალინდ ჰიქსი ინგლ. Rosalind Hicks | |
---|---|
დედასთან, აგათა კრისტისთან ერთად. დაახლ. 1926 წელი. | |
დაბადების სახელი | როზალინდ მარგარეტ კლარისა კრისტი |
დაბადების თარიღი |
5 აგვისტო 1919 ეშფილდი, ნოთინგემშირი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი |
გარდაცვალების თარიღი | 28 ოქტომბერი, 2004 (85 წლის) |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
მეუღლე(ები) |
ჰუბერტ დე ბურ პრიჩარდი ანტონი არტურ ჰიქსი |
შვილ(ებ)ი | მეთიუ პრიჩარდი |
მშობლები |
მამა: არჩი კრისტი დედა: აგათა კრისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაროზალინდ მარგარეტ კლარისა კრისტი (ინგლ. Rosalind Margaret Clarissa Christie) დაიბადა 1919 წლის 5 აგვისტოს ზღვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკში, დევონში. როზალინდის მამა, გადამდგარი პოლკოვნიკი არჩიბალდ კრისტი (1889-1962), სამხედრო მფრინავი და პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი გახლდათ. 1914 წლის ბოლოს, მისი მშობლები დაქორწინდნენ და როდესაც როზალინდი შვიდი წლის იყო, საცხოვრებლად გადავიდნენ სანნინგდეილში, სადაც იყიდეს სახლი და დაარქვეს მას „სტაილსი“, აგათა კრისტის პირველი დეტექტიური რომანის — „იდუმალი საქმე სტილსში“ საპატივცემოდ. რამდენიმე თვის შემდეგ, 1926 წლის 5 აპრილს, როზალინდის ბებია, კლარისა გარდაიცვალა, რაც აგატამ ძალიან მძიმედ განიცადა. სწორედ ამ პერიოდში არჩიმ, რომელიც ლონდონის სიტიში მუშაობდა, რომანი გააბა ოფისის მემანქანე ნენსი ნილსთან. 1926 წლის აგვისტოში (როზალინდის დაბადების დღეზე) მან აგათას განუცხადა, რომ სხვა უყვარდა. წყვილი რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა ურთიერთობის გაუმჯობესებას, მაგრამ არ მოხერხდა. მათ შორის ხშირად ხდებოდა სკანდალები და იმატებდა დაძაბულობა. 1926 წლის დეკემბერში, დიდი ჩხუბის შემდეგ, აგათა თერთმეტი დღის განმავლობაში გაუჩინარდა სტაილსიდან გაურკვეველი მიმართულებით. მისი აღმოჩენის შემდეგ, მეუღლეებს შორის განქორწინების სკანდალური პროცესი დაიწყო. ორი წლის შემდეგ, აგათამ, რომელმაც შეინარჩუნა თავისი პირველი ქმრის გვარი, გაიცნო არქეოლოგი მაქს მალოვანი, რომელსაც ცოლად გაჰყვა 1930 წელს და მასთან გაატარა სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი. აგათა აშკარად თავს დამნაშავედ გრძნობდა როზალინდის წინაშე, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადანაშაულებდა დედას ოჯახის დანგრევაში. ყოფილი მეუღლეებს აღარ ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობა, მხოლოდ იშვიათად უგზავნიდნენ წერილებს ერთმანეთს, თუმცა მათმა ქალიშვილმა როზალინდმა, დედისგან მალულად, დაიწყო მიმოწერა მამასთან და 1956 წელს, ნენსი ნილის გარდაცვალების შემდეგ, პირადად შეხვდა მას.
დრამატული მოვლენების შემდეგ, აგათამ, რომელსაც უყვარდა მოგზაურობა და ლიტერატურით ინახავდა თავს, გადაწყვიტა ქალიშვილი დახურულ სასწავლო დაწესებულებაში გაეგზავნა. თავიდან როზალინდი სწავლობდა ორ ბრიტანულ სკოლა-ინტერნატში: კალედონიის (Caledonian School) და ბენენდენის სკოლებში ( Benenden School). გოგონამ განათლება შვეიცარიის ორ სკოლა-ინტერნატში გააგრძელა და ენების შესწავლის მიზნით, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა საფრანგეთში (პარიზი) და გერმანიაში (მიუნხენი). იგი დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა გრინვეი ჰაუსში, ტორკიში, რომელიც დედამ იყიდა 1938 წელს და მომდევნო წელს აღადგინა. მწერალმა არაერთხელ მოიხსენია ქალიშვილი თავის „ავტობიოგრაფიაში“. ასევე 11 წლის როზალინდს მიუძღვნა რომანი „მკვლელობა მღვდლის სახლში“.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში როზალინდი დაქორწინდა არმიის ოფიცერზე, მაიორ ჰუბერტ პრიჩარდზე (Hubert de Burr Prichard; 1907-1944), მდიდარი ოჯახის შვილზე, რომელიც მასზე თორმეტი წლით უფროსი იყო. 1943 წლის 21 სექტემბერს მათ ვაჟი მეთიუ შეეძინათ. თუმცა, ოჯახის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა — ჰუბერტი დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკარგულთა შორის. 1944 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ იგი დაიღუპა საფრანგეთში მეორე ფრონტის გახსნის შემდეგ. როზალინდი კვლავ დაქორწინდა 1949 წელს — ადვოკატ ენტონი არტურ ჰიქსზე (ენტონი არტურ ჰიქსი; 1916-2005), რომელთანაც იგი გარდაცვალებამდ, 2004 წლამდე ცხოვრობდა. როზალინდის მეუღლის, ენტონის წინადადებით, აგათა კრისტიმ თავის ყველაზე წარმატებულ პიესას „სათაგური“ (The Mousetrap) დაარქვა.[3]
მემკვიდრეობა
რედაქტირება1959 წელს აგათამ გრინვეის ქონება თავის ქალიშვილს გადასცა. 1976 წელს, მწერლის გარდაცვალების შემდეგ, გამოცხადდა მისი ანდერძი, რომლის მიხედვითაც მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი გაიყო როზალინდსა და მალოვანს შორის. მწერლის მიერ დატოვებული 106 683 ფუნტიდან თითქმის მთელი თანხა მისმა ქმარმა მაქს მალოუანმა და ქალიშვილმა როზალინდმა მიიღეს. გარდა ამისა, ამ უკანასკნელმა მიიღო ისეთი ღირებული აქტივი, როგორიცაა მწერლის მიერ დაარსებული Agatha Christie Limited-ის 36%-იანი წილი, რომელსაც იგი გარდაცვალებამდე ფლობდა. ეს კომპანია ფლობს საავტორო და კომერციულ უფლებებს აგათა კრისტის ნამუშევრებზე, ასევე სატელევიზიო ფილმებზე, რადიო პიესებზე, კომპიუტერულ თამაშებზე, რომლებიც შექმნილია მწერლის ნაწარმოებების საფუძველზე.[4][5][6][7][8]
ქალიშვილი ყველანაირად იცავდა დედის ხსოვნას და მემკვიდრეობას. ამასთან დაკავშირებით, კრისტის ამერიკელმა ბიოგრაფმა რიჩარდ ჰეკმა აღნიშნა:
„„როზალინდი ეჭვიანობით უზრუნველყოფდა, რომ აგათა კრისტის რეპუტაცია არ შელახულიყო უხარისხო პუბლიკაციებითა და ფილმებით““
|
.
კულტურაში
რედაქტირება2018 წლის ბრიტანულ სატელევიზიო დრამაში Agatha and the Truth About Murder შვიდი წლის როზალინდის როლს ასრულებს ამელია როუზ დელი.[9]
ლიტერატურა
რედაქტირება- Tynan, Kathleen. Agatha (англ.). — New York: Ballantine Books, 1979. — 247 p. — ISBN 978-0345275868.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lundy D. R. Rosalind Margaret Clarissa Christie // The Peerage
- ↑ "Rosalind Hicks". The Scotsman. 16 November 2004. Retrieved 25 October 2020.
- ↑ "Rosalind Hicks". The Telegraph. 13 November 2004. Retrieved 25 October 2020.
- ↑ "Wills and Probate from 1996 to present, Arthur A Hicks". UK Government. Retrieved 1 May 2021.
- ↑ "1976: Crime writer Agatha Christie dies"[მკვდარი ბმული]. BBC. 12 January 1976. Retrieved 25 October 2020.
- ↑ Taylor, Jerome (25 February 2009). "The Big Question: How big is the Agatha Christie industry, and what explains her enduring appeal?". The Independent. Retrieved 25 October 2020.
- ↑ Krekeler, Elmar (6 July 2015). "Wo Agatha Christie ihre Sommer verbrachte und mordete" [Nice murder in Agatha Christie's summer house]. Die Welt (გერმ). Retrieved 25 October 2020.
- ↑ "Solved: The mystery of forgotten Christie play". The Independent. 6 December 2009. Retrieved 31 October 2020.
- ↑ "Agatha & The Truth of Murder". დაარქივებული 2022-02-17 საიტზე Wayback Machine. Radio Times. December 2018.