როვიგოს პროვინცია
როვიგოს პროვინცია (იტალ. Provincia di Rovigo) — პროვინცია იტალიაში, ვენეტოს რეგიონში. დედაქალაქია როვიგო. ჩრდილოეთით ესაზღვრება ვერონის, პადუისა და ვენეციის პროვინციები, სამხრეთით — ფერარის პროვინცია, დასავლეთით — მანტუის პროვინცია, აღმოსავლეთით კი ადრიატიკის ზღვა.
პროვინციის ფართობი 1 789 კმ²-ია, მოსახლეობა — 244 625 ადამიანი (2005). ტერიტორია ვაკიანია, მდებარეობს ზღვის დონიდან 2-15 მეტრზე.
როვიგოს პროვინციისათვის დამახასიათებელია ემიგრაცია, ახალგაზრდები ვენეტოსა და დანარჩენი იტალიის უფრო განვითარებული რეგიონებისკენ მიეშურებიან. ეს ყოველივე კი მოსახლეობის კლებას განაპირობებს.
კომუნები
რედაქტირებაპროვინცია 50 კომუნისგან შედგება. ცხრილში მოცემულია ძირითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ (2005):
კომუნა | მოსახლეობა |
---|---|
როვიგო | 50 922 |
ადრია | 20 593 |
პორტო-ვირო | 14 484 |
ლენდინარა | 12 198 |
ბადია-პოლეზინე | 10 741 |
ოკიობელო | 10 621 |
პორტო-ტოლე | 10 377 |
ტალიო-დი-პო | 8 389 |
როზოლინა | 6 304 |
ვილადოზე | 5 285 |