როდერ ჩაჩანიძე
როდერ ივანეს ძე ჩაჩანიძე (დ. 12 ივნისი, 1939, შუქრუთი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1970). ღირსების ორდენის კავალერი (1999).
ბიოგრაფია
რედაქტირებაროდერ ჩაჩანიძე დაიბადა 1939 წლის 12 ივნისს ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, პედაგოგის ოჯახში. დაწყებითი განათლება შუქრუთის სკოლაში მიიღო. შემდგომ სწავლა გააგრძელა მუშა-ახალგაზრდობის მე-3 საშუალო სკოლაში. 1963 წელს დაამთავრა ქუთაისის სამთო ტექნიკუმი.
1963 წლიდან როდერ ჩაჩანიძე ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. უკვე 60 წელზე მეტია, რაც სცენაზე მოღვაწეობს. მას 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. ძირითადად სახასიათო როლებს ასრულებდა. ნათამაშები აქვს შემდეგ სპექტაკლებში: „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „პატარა უფლისწული“, „სოლომონ მორბელაძე“, „მსხვერპლი“, „ვინ არის დამნაშავე“, „მეტამორფოზები“, „ნაცარქექია“, „სტუმარ-მასპინძელი“, „ირინეს ბედნიერება“, „ვარსკვლავბიჭუნა“, „მუსუსი“, „მაკნატუნა“ და სხვა. გადაღებულია აგრეთვე ქართულ მხატვრულ ფილმებში - სახასიათო ეპიზოდურ როლებში.
2015 წლიდან არის ჭიათურის საპატიო მოქალაქე, 2016 წელს თეატრალური საზოგადოების მიერ მიენიჭა ქართული თეატრის ამაგდარის წოდება, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 120 წლის იუბილეზე გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1968 : განგაში
- 1971 : ეპისკოპისი ნადირობაზე (დიაკონი)
- 1973 : შერეკილები
- 1977 : სამანიშვილის დედინაცვალი
- 1978 : ყვარყვარე
- 1979 : უბედურება
- 1982 : მარადისობის კანონი
- 1982 : ვერსათრიელა
- 1984 : აქედანა და შენამდე
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1970 — საქართველოს დამსახურებული არტისტი[1]
- 1997 — ღირსების მედალი
- 1999 — ღირსების ორდენი
- 2015 — ჭიათურის საპატიო მოქალაქე