როგოვსკოე
როგოვსკოე (რუს. Роговское) — რეგიონალური მნიშვნელობის კომპლექსური ბუნების ძეგლი. მდებარეობს როსტოვის ოლქის კაშარის რაიონში. ადგილმა ბუნების ძეგლის სტატუსი მიიღო კაშარის რაიონის აღმასკომის 1979 წლის 14 სექტემბრის № 233 დადგენილების შესაბამისად. ბუნების ძეგლ როგოვსკოეს აქვს უდიდესი ბუნებისდაცვითი, სასწავლო და საგანმანათლებლო მნიშვნელობა.
როგოვსკოე
Роговское | |
---|---|
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
| |
მდებარეობა | როსტოვის ოლქი |
ქვეყანა | რუსეთი |
კოორდინატები | 48°47′58″ ჩ. გ. 41°09′37″ ა. გ. / 48.79944° ჩ. გ. 41.16028° ა. გ. |
ფართობი | 386 ჰა |
დაარსდა | 1979 |
მმართველი ორგანო | როსტოვის ოლქის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტრო |
აღწერა
რედაქტირებაბუნების ძეგლი როგოვსკოე წარმოადგენს ბუნებრივ ტყის მასივს ხელოვნური ჭალის მუხნარით. ხეების ნაწილი როგოვსკოეში დარგეს XIX საუკუნის 50-იან წლებში. ბუნების ძეგლის საერთო ფართობი შეადგენს 386 ჰა-ს.
ბუნების ძეგლი როგოვსკოე მდებარეობს სოფელ სარინოვკასა და ხუტორ მიხაილოვკას შორის, მდინარე ბოლშაიას სანაპიროდან, მისი და მდინარე ნაგოლნაიას შეერთების ადგილამდე. ბუნების ძეგლს უკავია კიევის სატყეო მეურნეობის კაშარის ტერიტორიული სატყეოს 19, 22, 25 და 26 კვარტალი.
ბუნების ძეგლი შეიქმნა 1979 წელს კაშარის რაიონის აღმასკომის 1979 წლის 19 სექტემბრის № 233, საოლქო აღმასკომის 1985 წლის 23 აგვისტოს № 313, საოლქო საბჭოს 1992 წლის 22 აპრილის № 87 დადგენილებების და როსტოვის სატყეო მეურნეობის სამმართველოს 1985 წლის 17 სექტემბრის № 111 ბრძანების შესაბამისად. ბუნებრივი ძეგლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბუნების ძეგლის ლანდშაფტის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჭალის ტყეებს, რომელიც წარმოდგენილია ბუნებრივი ტყით. მცენარეთა ძირითადი სახეობებია: მუხა, თელა, იფანი და მასთან დაკავშირებული ჯიშები — მთრთოლავი ვერხვი, ნეკერჩხალი, აკაცია, კვრინჩხი, ჭანჭყატი.
როგოვსკოეში ბინადრობს მრავალი მცირე ზომის ძუძუმწოვარი ცხოველები, რაც თავის მხრივ იზიდავს მტაცებლებს.
ბუნების ძეგლ როგოვსკოეს აქვს უდიდესი ბუნებისდაცვითი, სასწავლო და საგანმანათლებლო მნიშვნელობა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Урочище Роговское დაარქივებული 2018-01-12 საიტზე Wayback Machine.
- Памятники и достопримечательности დაარქივებული 2017-07-11 საიტზე Wayback Machine.
- Урочище Роговское