რობერ ფულკუა

(გადამისამართდა გვერდიდან რობერ დე სონი)

რობერ დე სონი, რობერ საჰიუნელი, ან რობერ ფულკუა (ფრანგ. Robert Fulcoy; გ. აგვისტოს ბოლო, 1119, ალეპო) — სონის სენიორი (ბატონი), ანტიოქიის სამთავროს დიდებული.

იგი წარმოადგენდა ტანკრედ დ’ოტვილის მაღალი რანგის თანმხლებს. მის მსგავსად წარმოშობით იყო სამხრეთ იტალიიდან (ნორმანი). 1108 წელს ტანკრედმა დაიპყრო სონის ციხესიმაგრე, რომელიც ლატაკიასთან ახლოს მდებარეობდა. 1119 წლის გაზაფხულზე, ტანკრედის მემკვიდრემ, ანტიოქიის რეგენტმა — როჟერ სალერნოელმა, ციხესიმაგრე რობერ ფულკუას გადასცა, რის შედეგადაც რობერი სამთავროს ყველაზე ძლევამოსილი ვასალი გახდა.[1]

1119 წლის აგვისტოს ბოლოს, ზარდანა — რობერის კუთვნილი გამაგრებული დასახლება, ალყაში მოაქციეს მოკავშირეებმა — ალეპოს ათაბაგმა ილღაზმა და დამასკოელმა თუღთექინმა. რობერმა ბრძოლები გაუმართა მათ, მაგრამ ისინი ვერ შეაჩერა და 14 აგვისტოს მუსლიმებმა ზარდანა დაიპყრეს. რობერი ტყვედ ჩავარდა. გადაწყვიტეს გადაეყვანათ ალეპოში, სადაც იმავე წლის 20 აგვისტოს ჩაიყვანეს. მას თავი მოკვეთეს თუღთექინის ბრძანებით. მისი თავის ქალა მოაოქროვეს, ძვირფასი ქვებით გააწყვეს და სასმელ ფიალად გამოიყენეს.[1]

რობერის შემდეგ სონი გიიომს გადაეცა, ხოლო გიიომის სიკვდილის შემდეგ მის ძმას — გარენტონს. ბუნდოვანია რა ნათესაური კავშირები ჰქონდათ მათ რობერთან.[2] შესაძლოა მისი ვაჟები იყვნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Reinhold Röhricht: Geschichte des Königreichs Jerusalem. (1100–1291). Wagner, Innsbruck 1898, Digitalisat.
  • Claude Cahen: Note sur les seigneurs de Saone et de Zerdana. In: Syria. Archéologie, Art et histoire. Bd. 12, Heft 2, 1931, ISSN 0039-7946, S. 154–159.
  1. 1.0 1.1 vgl. Röhricht, S. 139ff.
  2. vgl. Cahen, S. 154ff