სალადინის ციტადელი

(გადამისამართდა გვერდიდან სონის ციხესიმაგრე)

სალადინის ციტადელი (არაბ. قلعة صلاح الدين‎), საჰიუნი ან სონის ციხესიმაგრე (ფრანგ. château de Saône) — ციხესიმაგრე სირიაში. მდებარეობს საპორტო ქალაქ ლატაკიიდან 30 კმ-ით აღმოსავლეთით, მაღალ, მთიან ტერიტორიაზე. აღმართულია ქედზე, რომელიც ორ ღრმა ხეობას შორის მდებარეობს და გარშემო ტყეები აკრავს.

სალადინის ციტადელი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სირიის დროშა სირია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** არაბული სახელმწიფოები
კოორდინატები 35°35′45″ ჩ. გ. 36°03′26″ ა. გ. / 35.59583° ჩ. გ. 36.05722° ა. გ. / 35.59583; 36.05722
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2006  (30-ე სესია)
ნომერი 1229
საფრთხის ქვეშ 2013 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1229
ინგლ.რუს.ფრ.

ციხესიმაგრე უძველეს პერიოდში, სავარაუდოდ ფინიკიელების მიერაა აგებული (ძვ.წ. პირველი ათასწლეულის ადრეულ წლებში). ძვ.წ. 334 წელს, ფინიკიელებმა ის ალექსანდრე მაკედონელს დაუთმეს.

ლეგენდის თანახმად, ხანგრძლივი ალყის შემდეგაც კი, მაკედონელთა ფალანგები უძლურნი აღმოჩნდნენ ციხესიმაგრის წინაშე. ამ დროს კი სასოწარკვეთილი ალექსანდრე ღმერთებს ევედრებოდა ჰერაკლეს ადგილობრივ ტაძარში. და აი, მეორე საღამოს, ჰერაკლე ალექსანდრეს გამოეცხადა და უჩვენა ცხის ახლოს მდებარე გამოქვაბული, სადაც მისი ლეგენდარული კვერთხი იმალებოდა. უმალ წამოხტა მაკედონელი საწოლიდან და მითითებულ ადგილას მართლაც იპოვა კვერთხი. მეორე დღეს, ჰერაკლეს კვერთხით შეიარაღებული ალექსანდრე ჯარს ციხესიმაგრისკენ გაუძღვა. ციხესიმაგრის ჭიშკრები უძლურნი აღმოჩნდნენ ღმერთკაცის იარაღის წინაშე და მაკედონელი მას როგორც იქნა დაეუფლა. ამის შემდეგ, ბევრი აღარაფერია ცნობილი შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ. X საუკუნეში ციხეს ბიზანტიელები ეუფლებიან, ხოლო XII საუკუნეში ჯვაროსნები. სტრუქტურის დღეს არსებული ნაწილები სწორედ ამ პერიოდშია აშენებული.

1188 წელს, ციხესიმაგრის კედლები მუსლიმთა არმიამ გაარღვია, რომელთაც სალადინი მეთაურობდა. სწორედ მის სახელს ატარებს დღეს ნაგებობა.[1] უკვე 1273 ციხე ეგვიპტის მამლუქი სულთნის, ბაიბარსის ხელში გადადის.

2006 წელს, სალადინის ციტადელი, კრაკ-დე-შევალიესთან ერთად, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Citadel of Salah Ed-Din AKTC (PDF) გვ. 5. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-01-18. ციტირების თარიღი: 2006-11-15.