რობერტ გვაზავა

ქართველი მოქანდაკე, გრაფიკოსი (1930–1992)

რობერტ ნიკოლოზის ძე გვაზავა (დ. 22 იანვარი, 1930, თბილისი, — გ. 21 დეკემბერი, 1992, იქვე) — ქართველი მოქანდაკე, გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1980).

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1957, ნ. კანდელაკის კლასი). 1958 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: ილია ჭავჭავაძის (მარმარილო, 1962, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი), ნიკოლოზ ბარათაშვილის (თაბაშირი, 1958, ქართული ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი), ზოია რუხაძის (ბრინჯაო, 1978, ხონი) პორტრეტები. ასევე მუშაობდა დაზგური გრაფიკისა („სულხან-საბა ორბელიანი ვენეციაში“, „სულხან-საბა ორბელიანი სტამბოლის ბაზარზე“) და წიგნის ილუსტრაციის (შიო არაგვისპირელის „გაბზარული გული“, „ჩემი ბრალი არ არის, ღმერთო!“) დარგში.

ლიტერატურა

რედაქტირება