ზოია რუხაძე
ზოია მათეს ასული რუხაძე (დ. 10 მარტი, 1923 — გ. 10 აპრილი 1944, სიმფეროპოლი) — ქართველი პარტიზანი ქალი. მოსწავლე-იატაკქვეშელი, დიდი სამამულო ომის მონაწილე. გერმანელი ნაცისტების წინააღმდეგ სიმფეროპოლში მოქმედი კომკავშირული ორგანიზაციის აქტიური წევრი. გერმანელთა ყაზარმებზე აკრავდა სსრკ საინფორმაციო ბიუროს ცნობებს და ანტიფაშისტურ ფურცლებს, აგროვებდა სადაზვერვო ხასიათის ცნობებს მტრის დისლოკაციასა და მოძრაობებზე, მონაწილეობდა მნიშვნელოვანი იარაღ-საწყობების აფეთქებაში და სხვა.
ზოია რუხაძე | |
---|---|
ზოია რუხაძე | |
დაბადების სახელი | ზოია რუხაძე |
დაბადების თარიღი | 10 მარტი 1923 |
გარდაცვალების თარიღი |
10 აპრილი, 1944 (21 წლის) სიმფეროპოლი |
ეროვნება | ქართველი |
1944 წლის 10 მარტს დააპატიმრეს გესტაპოს აგენტებმა. 21 წლის ახალგაზრდა ქალს საშინლად აწამებდნენ, მოითხოვდნენ მოკავშირე პარტიზანების გვარების გაცემას, მათი გეგმების გამხელას. თუმცა ზოია რუხაძე დუმდა. მოტეხეს ორივე ხელი, ამოთხარეს თვალები. ფაშისტებმა დასმულ შეკითხვებზე ვერცერთი პასუხი ვერ მიიღეს. ერთი თვის საშინელი წამების შემდეგ ზოია რუხაძე ჭაში ჩაახრჩვეს. რუხაძის გმირობაზე შეიქმნა კინოფილმი — ზოია რუხაძე (რეჟისორი დავით რონდელი). დაიწერა პოემა (იოსებ ნონეშვილი). რუხაძის ძეგლი დგას სიმფეროპოლსა და თბილისში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქოჩიაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 519.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზოია რუხაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზოია რუხაძის შესახებ დაარქივებული 2014-07-15 საიტზე Wayback Machine.