რობერტ აუმანი
რობერტ აუმანი (ინგლ. Yisrael Robert John Aumann, ებრ. ישראל אומן; დ. 8 ივნისი, 1930, ფრანკფურტი, გერმანია) — ისრაელელი მათემატიკოსი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტისა და სტოუნი-ბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში. მიღებული აქვს მრავალი სამეცნიერო ჯილდო. დაიბადა გერმანიაში, თუმცა მისი ოჯახი იძულებულ იქნა გადასახლებულიყო აშშ-ში. დაამთავრა ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, სადაც დაიცვა დისერტაცია მათემატიკაში. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მათემატიკურ ეკონომიკასა და თამაშების თეორიაში. მეთაურობდა თამაშების თეორიის საზოგადოებას, 1990-იან წლებში იყო ისრაელის მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი. ასევე იყო ებრაული მათემატიკური საზოგადოების ჟურნალის რედაქტორი.
რობერტ აუმანი | |
---|---|
![]() | |
მშობლიური სახელი |
ინგლ. Robert Aumann ებრ. ישראל אומן |
დაბ. თარიღი | 8 ივნისი, 1930 |
დაბ. ადგილი | ფრანკფურტი, გერმანია |
მოქალაქეობა | ისრაელი[1] და აშშ |
საქმიანობა | მათემატიკოსი, ეკონომისტი[2] , პედაგოგი და პროფესორი |
მოღვაწეობის სფერო | მათემატიკა და ეკონომიკა |
დამსაქმებელი | Stony Brook University და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი |
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა | მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, Israel Academy of Sciences and Humanities, ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, Professors for a Strong Israel და Real Academia de Ciencias Económicas y Financieras[3] |
ჯილდოები |
![]() |
ალმა-მატერი | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯი |
სამეცნიერო ხელმძღვანელი | George W. Whitehead |
დოქტორანტი | David Schmeidler, Sergiu Hart, Abraham Neyman, Yair Tauman[4] , Dov Samet, Bezalel Peleg, Zvi Artstein, Shmuel Zamir, Ehud Lehrer[4] , Yossi Feinberg[4] , Benyamin Shitovitz[4] , Eugene Wesley[4] , Itai Arieli[4] , Uri Weiss[4] და Yosef Zohar[4] |
პუბლიკაციებირედაქტირება
- Values of Non-Atomic Games, Princeton University Press,Princeton, 1974 (with L.S. Shapley).
- Game Theory (in Hebrew), Everyman's University, Tel Aviv, 1981 (with Y. Tauman and S. Zamir), Vols. 1 & 2.
- Lectures on Game Theory, Underground Classics in Economics, Westview Press, Boulder, 1989.
- Handbook of Game Theory with economic applications, Vol 1–3, Elsevier, Amsterdam (coedited with S. Hart).
- Repeated Games with Incomplete Information, MIT Press, Cambridge, 1995 (with M. Maschler).
- Collected Papers, Vol 1–2, MIT Press, Cambridge, 2000.
- Asphericity of alternating knots. Ann. of Math. (2) 64 1956 374—392.