რკინის თეატრი
რკინის თეატრი — ოთარ ჭილაძის რომანი. პირველად გამოიცა 1981 წელს. რომანისთვის მწერალი იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე . ნაწარმოებისთვის ავტორს მიენიჭა რუსთაველის პრემია. ერთ–ერთ დანიურმა გაზეთმა, ამ რომანის სკანდინავიურ ენებზე გამოცემის შესახებ დაწერა, რომ ოთარ ჭილაძემ საქართველო დააბრუნა მსოფლიო ლიტერატურის რუკაზე. რკინის თეატრი თარგმნილია გერმანულ[1], ფრანგულ[2], რუსულ[3], სლოვაკურ[4], ესტონურ[5] და სხვა ენებზე. რომანი ითვლება ოთარ ჭილაძის ერთ–ერთ საუკეთესო ნაწარმოებად.
„რკინის თეატრი“ | |
---|---|
ავტორი | ოთარ ჭილაძე |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
ჟანრი |
მაგიური რეალიზმი საოჯახო რომანი ისტორიული რომანი |
გამოცემის თარიღი | 1981 |
გვერდი | 456 |
წინამორბედი | ყოველმან ჩემმან მპოვნელმან |
მომდევნო | მარტის მამალი |
რომანი მოგვითხრობს ისტორიას ორი ოჯახის შესახებ, რომელთაც მეოცე საუკუნის დასაწყისის ბათუმში უწევთ ცხოვრება. რკინის თეატრი ის ცენტრალური სივრცეა, რომელიც პერსონაჟებს აერთიანებს თხრობის მიმდინარეობის საწყის ეტაპზე. დიმიტრი და დარია უშვილო წყვილია, რომელთა იდილია ირღვევა თბილისელი მსახიობისა და მისი მეუღლის, ელენეს გამოჩენის შემდეგ. მთავარი ხაზის პარალელურად რომანს ფონად იმდროინდელი ისტორიული მოვლენებიც გასდევს და ავტორი კვლავ უბრუნდება მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ თემებს(მაგ. საქართველოს პოლიტიკური ადგილი რუკაზე), რომელთაც აქტიურად ეხებოდა წინა რომანებშიც.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.amazon.de/Das-eiserne-Theater-Otar-Tschiladse/dp/B007DZIBH4
- ↑ http://www.abebooks.com/9782226069979/Theatre-fer-Otar-Tchiladze-2226069976/plp
- ↑ http://www.e-reading.club/book.php?book=1002169
- ↑ http://knihy.bazar.sk/12768746-ciladze-othar-zelezne-divadlo
- ↑ https://www.raamatukoi.ee/cgi-bin/raamat?27740