რიჩტერსველდი — მთიანი უდაბნოს ტიპის კულტურული და ბოტანიკური ლანდშაფტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩრდილოეთი კაპლანდის პროვინციაში. ლანდშაფტი სავსეა ვაკე-დაბლობებითა და ვულკანური ციცაბო კლდეებით. ჩრდილოეთ ნაწილი, მდინარე ორანჟის გასწვრივ, ზღვის დონიდან 60 მეტრზე მდებარეობს, ხოლო სამხრეთი ნაწილი 1377 მეტრზე.

რიჩტერსველდის კულტურული და ბოტანიკური ლანდშაფტი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Tylecodon paniculatus-PICT2534.jpg
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, v
სია 1265
რეგიონი** სამხრეთი აფრიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2007  (31-ე სესია)
ნომერი 1265
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
მდებარეობა

სამხრეთ-აფრიკის ნამაკალენდის რეგიონში მდებარე ეს არეალი მშრალ, უწყლო ლანდშაფტს მიეკუთვნება, სადაც წყალი დიდი იშვიათობაა და აქ წარმოდგენილია სიცოცხლის მხოლოდ ის სახეობები, რომლებიც მაღალი შეგუებულობით გამოირჩევიან. რიჩტერსველდი წარმოადგენს დედამიწაზე ერთადერთ ისეთ მშრალ, ცხელ და ამავე დროს ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ადგილს, რომლის ფლორაც და ფაუნაც მართლაც განსაცვიფრებელია.

ზაფხულის ტემპერატურა აქ +50 °C-ია, წვიმა უიშვიათეს მოვლენას წარმოადგენს.

რიჩტერსველდის ჩრდილოეთი ნაწილი, აქ მცხოვრებ ნამას ხალხთან 18 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 1991 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა.

2007 წელს, ეროვნული პარკის სამხრეთი ნაწილი, რომელიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა, როგორც „რიჩტერსველდის კულტურული და ბოტანიკური ლანდშაფტი".

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1265
ინგლ.რუს.ფრ.