რიჩარდ ჰარტშორნი
რიჩარდ ჰარტშორნი (ინგლ. Richard Hartshorne; დ. 12 დეკემბერი, 1899 — გ. 5 ნოემბერი, 1992) — ამერიკელი გეოგრაფი. მოღვაწეობდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ გეოგრაფიაში. 1920 წელს დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი. 1924 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ჩიკაგოს უნივერსიტეტში. მინესოტის (1924-1940), უისკონსინისა (1941-1970) და აშშ-ის სხვა უნივერსიტეტების პროფესორი. 1949 წელს აირჩეულ იქნა ამერიკის გეოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტად. იყო ალფრედ ჰეტნერის ქოროლოგიური კონცეფციის მომხრე. ჰარტშორნი თვლიდა, რომ გეოგრაფიის ამოცანა შემოსაზღვრულია მხოლოდ დედამიწის ზედაპირის ტერიტორიული დიფერენციაციის შესწავლით. იგი გეოგრაფიას განიხილავდა, როგორც წმინდა აღწერით მეცნიერებას, რომელსაც არ გააჩნია კვლევის საკუთარი საგანი და მის მთავარ ამოცანად მიიჩნევდა ცალკეული ადგილების თავისებურებების, მათი უნიკალური ნიშნების შესწავლას. მისი შრომებიდან აღსანიშნავია „The nature of geography“ (1939); „Perspective on the nature of geography“ (1959) და სხვა.
რიჩარდ ჰარტშორნი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 12 დეკემბერი, 1899 |
დაბ. ადგილი | Kittanning |
გარდ. თარიღი | 5 ნოემბერი, 1992 (92 წლის) |
გარდ. ადგილი | მედისონი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | გეოგრაფი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი და მინესოტის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი და პრინსტონის უნივერსიტეტი |
ნათესავ(ებ)ი | Anna C. Hartshorne |
ჯილდოები | ვიქტორიას მედალი და ჩარლზ დეილის სახელობის მედალი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რიჩარდ ჰარტშორნი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)