რიჩარდ მარტინ ვესტი

აღმოჩენილი ასტეროიდები : 39
2052 Tamriko 1976, 24 ოქტომბერი
2053 Nuki 1976, 24 ოქტომბერი
2115 Irakli 1976, 24 ოქტომბერი
2116 Mtskheta 1976, 24 ოქტომბერი
2145 Blaauw 1976, 24 ოქტომბერი
2146 Stentor 1976, 24 ოქტომბერი
2148 Epeios 1976, 24 ოქტომბერი
2187 La Silla 1976, 24 ოქტომბერი
2935 Naerum 1976, 24 ოქტომბერი
2147 Kharadze 1976, 25 ოქტომბერი
2117 Danmark 1978, 9 იანვარი
2526 Alisary 1979, 19 მაისი
2595 Gudiachvili 1979, 19 მაისი
2596 Vainu Bappu 1979, 19 მაისი
3477 Kazbegi 1979, 19 მაისი
5270 Kakabadze 1979, 19 მაისი
5890 Carlsberg 1979, 19 მაისი
6362 Tunis 1979, 19 მაისი
3004 Knud 1976, 27 თებერვალი
3871 Reiz თებერვალი 18, 1982
3933 Portugal 1986, 12 მარტი
8066 Poldimeri 1980, 6 აგვისტო
8993 Ingstad 1980, 30 ოქტომბერი
3871 Reiz 1982, 18 თებერვალი
(9272) 1979 KQ 1979, 19 მაისი
(10462) 1979 KM 1979, 19 მაისი
(10668) 1976 UB1 1976, 24 ოქტომბერი
(11005) 1980 PP1 1980, 6 აგვისტო
(12188) 1978 PE 1978, 9 აგვისტო
(12198) 1980 PJ1 1980, 6 აგვისტო
(14350) 1985 VA1 1985, 1 ნოემბერი
(15201) 1976 UY 1976, 31 ოქტომბერი
(15207) 1979 KD 1979, 19 მაისი
(20995) 1985 VY 1985, 1 ნოემბერი
(22252) 1978 SG 1978, 27 სექტემბერი
(26081) 1980 PT1 1980, 6 აგვისტო
(27667) 1979 KJ 1979, 19 მაისი
(34998) 1978 SE 1978, 27 სექტემბერი
(65661) 1985 VB1 1985, 1 ნოემბერი
(79086) 1977 RD 1977, 4 სექტემბერი

რიჩარდ მარტინ ვესტი (დ. 2 ოქტომბერი, 1941, კოპენჰაგენი) — დანიელი ასტრონომი, ESO-ს თანამშრომელი.

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

აღმოჩენილი აქვს რამდენიმე კომეტა, მათ შორისაა კომეტა ვესტი C/1975 V1-A (West), რომელიც 1970-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა კომეტა იყო, ასევე პერიოდული კომეტები — 76P/West-Kohoutek-Ikemura და 123P/West-Hartley.

ვესტის აღმოჩენათა შორის უმნიშვნელოვანესია ჯუჯა გალაქტიკის აღმოჩენა — ეს არის ფენიქსის ჯუჯა გალაქტიკა, რომელიც ე. წ. ადგილობრივი ჯგუფის წევრი გალაქტიკაა. გალაქტიკის აღმომჩენის სახელს ვესტი, ცნობილ გერნამელ ასტრონომ ჰანს-ემილ შუსტერთან იყოფს.

გარდა ამისა ვესტის მიერ აღმოჩენილია ორმოცამდე ასტეროიდი. მათ შორის ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის გარეთ მოთავსებული, ე. წ. თანამგზავრული ტიპის ასტეროიდები — ტროელები/ტროიანები. მათ შორის: — Epeios და (20995) 1985 VY.

ვესტი და საქართველო

რედაქტირება

1964 წელს ვესტი სტაჟირებას გადიოდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. მის მიერ აღმოჩენილ არაერთ ციურ სახელს ვესტისვე ინიციატივით მინიჭებული აქვს ქართული სახელი: თამრიკო (ასტეროიდი 1976 UN, ვესტის ქართველი ცოლის — თამარ ჩოფიკაშვილის სახელი), გუდიაშვილი, მცხეთა, ყაზბეგი, ხარაძე და სხვ. 1990–1994 წლებში ვესტმა დახმარება აღმოუჩინა ქართველ ასტრონომებს გამოთვლითი და დაკვირვებებისათვის განკუთვნილი ტექნიკით, გრანტებით და სხვ. 1997 წელს აირჩიეს საქართველოს საპატიო მოქალაქედ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება