რიჩარდ კუნი
რიჩარდ კუნი (გერმ. Richard Kuhn; დ. 3 დეკემბერი, 1900 — გ. 1 აგვისტო, 1967) — ავსტრიელ-გერმანელი ბიოქიმიკოსი. კაროტენოიდსა და ვიტამინებზე ჩატარებული კვლევებით, 1938 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაკუნი 1900 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ვენაში, ავსტრია-უნგრეთში, სადაც იგი სწავლობდა გრამატიკის სკოლასა და საშუალო სკოლაში. მისი ინტერესები ქიმიის მიმართ ადრეულ ასაკში გამოვლინდა, დაინტერესებული იყო რამდენიმე სფეროთი, თუმცა მოგვიანებით ქიმიის შესწავლა გადაწყვიტა. 1910 წლიდან 1918 წლამდე მისი კლასელი იყო 1945 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ვოლფგანგ პაული. 1918 წლიდან ქიმიას სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში, ქიმიის სწავლა დაამთავრა მიუნხენის უნივერსიტეტში, 1922 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მიენიჭა დოქტორის ხარისხი.
სწავლის დამთავრების შემდეგ სამეცნიერო მოღვაწეობა მიუნხენის უნივერსიტეტში განაგრძო, 1929 წლიდან მუშაობდა ჰეიდელბერგის უნივერსიტეტში, სადაც 1937 წლიდან იყო ქიმიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი. 1928 წელს დაქორწინდა დეიზი ჰარტმანზე, წყვილს ეყოლა ორი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Karl Grandin, ed.. (1938)Richard Kuhn Biography. Les Prix Nobel. The Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
- 1938 Nobel Prize in Chemistry
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ 7.0 7.1 7.2 Кун Рихард // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 გერმანული ვიკიპედია — 2001.
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 1938 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ https://www.wilhelmexner.org/en/medalists/
- ↑ http://geschichte.univie.ac.at/en/persons/richard-johann-kuhn-prof-dr-dr-hc