რიჩარდ კირვანი

ირლანდიელი მეცნიერი

რიჩარდ კირვანი (ინგლ. Richard Kirwan; დ. 1 აგვისტო 1733 — გ. 22 ივნისი 1812) — ირლანდიელი მეცნიერი. მოღვაწეობდა ქიმიის, მეტეოროლოგიისა და გეოლოგიის დარგში. დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს ფლოგისტონის თეორიას. დაახლოებით 1750-1754 წლებში სწავლობდა პუატიეს უნივერსიტეტში. შემდეგ შევიდა იეზუიტთა ნოვიციატში ქალაქ სენტ-ომერში. უფროსი ძმის გარდაცვალების (1755) შემდეგ დაბრუნდა ირლანდიაში. 1777-1787 წლებში ცხოვრობდა ქალაქ ლონდონში. 1780 წელს აირჩიეს სამეფო საზოგადოების წევრად. 1799 წელს აირჩიეს ირლანდიის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტად. გეოლოგიაში იყო ნეპტუნიზმის მომხრე.

რიჩარდ კირვანი
ინგლ. Richard Kirwan
Kirwan Richard portrait.jpg
დაბ. თარიღი 1 აგვისტო, 1733(1733-08-01)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი გოლუეის საგრაფო
გარდ. თარიღი 22 ივნისი, 1812(1812-06-22)[1] [3] [4] [6] (78 წლის)
გარდ. ადგილი დუბლინი
მოქალაქეობა ირლანდიის რესპუბლიკა
საქმიანობა ქიმია
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი[7] , ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[8]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება