კინგმენის რიფი

(გადამისამართდა გვერდიდან რიფი კინგმენი)

კინგმენის რიფი (ინგლ. Kingman Reef) — მარჯნის რიფი წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. საერთო ფართობი — 76 კმ², მათ შორის ხმელეთის — 1,2 ჰა. ამერიკის შეერთებული შტატების არაინკორპორირებული არაორგანიზებული დაუსახლებელი ტერიტორია (ანუ, ფორმალურად არ შედის აშშ-ის შემადგენლობაში, მაგრამ მისი სამფლობელოა).

კინგმენის რიფი
მშობ. სახელი: ინგლ. Kingman Reef

კინგმენის რიფის რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 6°23′00″ ჩ. გ. 162°25′00″ დ. გ. / 6.38333° ჩ. გ. 162.41667° დ. გ. / 6.38333; -162.41667
ფართობი 0,01 კმ²
უმაღლესი წერტილი 1 მ
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2014)
კინგმენის რიფი — წყნარი ოკეანე
კინგმენის რიფი

გეოგრაფია

რედაქტირება
 
წყნარი ოკეანის ცენტრალური რაიონის რუკა.
 
კინგმენის რიფის მდებარეობა.

მდებარეობს 1600 კმ-ში სამხრეთით ჰავაის კუნძულებიდან და 67 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით — პალმირას ატოლიდან. ეს ყველაზე ჩრდილოეთი კუნძულია ლაინის კუნძულებში.

ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან დაახლოებით ერთი მეტრია. ზოგჯერ მოქცევის დროს რიფი მთლიანად იფარება წყლით.

კინგმენის რიფი კიდევ იმითაა აღსანიშნავი, რომ მასზე არსებობს მარჯნის დაახლოებით 200 სახეობა, ასევე დიდი რაოდენობით გიგანტური მოლუსკები, რაც არ არსებობს არც ერთ სხვა რიფზე. ამ რიფის მთელი სახმელეთო ნაწილი დაფარულია ამ მოლუსკების ნიჟარებით — რომელთა მეშვეობით ის ხდება ცოტათი მაღალი.

სახელი ეწოდა ამერიკელი უ. კინგმენის პატივსაცემად, რომელმაც პირველმა აღწერა რიფი 1853 წელს. ანექსირებულია აშშ-ის მიერ 1922 წელს. 1930-იანი წლების ბოლოს რიფის ლაგუნა გამოიყენებოდა ავიაკომპანია Pan American World Airways-ის მიერ, როგორც საშუალედო ბაზა ჰიდროთვითმფრინავებისათვის ჰავაისა და ამერიკის სამოას შორის გზაზე.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება