რიუკან-ნუტოდენი
რიუკან-ნუტოდენის სამრეწველო მემკვიდრეობის ძეგლი — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ტელემარკის საგრაფოში, ნორვეგია. შეიქმნა მდინარე ედალსვატნეთის გარშემო არსებული სამრეწველო ლანდშაფტის დაცვის მიზნით. ლანდშაფტი მდებარეობს ნორვეგიული კომპანიის — „Norsk Hydro“-ს მიერ აშენებულ ქარხანასთან, ატმოსფერული აზოტისგან სასუქის წარმოსაქმნელად. კომპლექსი ასევე მოიცავს ჰიდროელექტრულ ჰესებს, სატრანსპორტო სისტემებს (მათ შორის, რკინიგზას), გადამცემ ხაზებს, ქარხნებს, დასაქმებული პერსონალის საცხოვრებელს და სოციალურ ინსტიტუტებს ნუტოდენსა და რიუკანში[1].
რიუკან-ნუტოდენი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ნორვეგია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა |
კოორდინატები | 59°52′43″ ჩ. გ. 8°35′37″ ა. გ. / 59.87861° ჩ. გ. 8.59361° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2015 (39-ე სესია) |
ნომერი | 1486 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1486 ინგლ. • რუს. • ფრ. |
2009 წლის 19 ივნისს, იგი ოდა-ტისადელის სამრეწველო მემკვიდრეობის ძეგლთან ერთად დროებით შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, ხოლო 2015 წლის 5 ივლისს, 39-ე სესიაზე, რიუკან-ნუტოდენი ii და iv კრიტერიუმების მიხედვით მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.
ისტორია
რედაქტირება1900-იან წლებში, ნორვეგიამ სწრაფი განვითარება განიცადა იაფი ჰიდროელექტროენერგიის ხელმისაწვდომით. კრისტიან ბირკელანდმა განავითარა ჰაერიდან აზოტის მოპოვების მეთოდი, რომელიც 1907 წელს, თავდაპირველი მცდელობის შემდეგ არსებულ ტექნოლოგიებს შორის საუკეთესო აღმოჩნდა. აზოტი სასუქის დასამზადებლად იყო საჭირო. განახლებადი ენერგიისა და ალუმინის კომპანია „Norsk Hydro“ 1905 წელს დაარსდა, რის შემდეგაც, აღმოსავლეთ ტელემარკში ინდუსტრიის განვითარება დაიწყო. სასუქის დასამზადებლად, საჭირო იყო ქარხნების, ელექტროსადგურების, დასაქმებული პერსონალის ინფრასტრუქტურის და ექსპორტის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობების აშენება. მშენებლობის დასაწყისში, 1907 წელს, მათ ელექტროენერგიას აწვდიდა მსოფლიოში სიდიდით მეორე და ამავდროულად ევროპის უდიდესი სველგფოსის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც კვლავ ფუნქციონირებს. შემდგომ, ორი სხვა სადგური აშენდა:
- ვემორკი — აშენდა რიუკანში არსებულ ჩანჩქერთან ახლოს. 1911 წელს, იგი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი ელექტროსადგური იყო. სადგურის თავდაპირველი კონსტრუქცია დაინგრა, მაგრამ ამჟამად იგი მოქმედია[2];
- საჰეიმის ჰიდროელექტროსადგური — ამოქმედდა 1915 წელს, რიუკანში. შენობა შემორჩენილია, მაგრამ სადგური არ ფუნქციონირებს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rjukan–Notodden Industrial Heritage Site. UNESCO (5 July 2015). ციტირების თარიღი: 5 July 2015.
- ↑ Hydro's origins have become a World Heritage Site. Norsk Hydro (5 July 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 6 July 2015.